მოურინიო და ლუკაკუ, ისტორია გაგრძელდა...
* რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირი შიდა ტრანსფერია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა რაჰიმ სტერლინგს (53 მილიონი გირვანქა).

* ლუკაკუს ტრანსფერი ბონუსებით 90 მილიონ გირვანქამდე გაიზრდება.

რომელუ ლუკაკუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არაფერი აკლია. 24 წლის ბელგიელი ფორვარდი 75 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება და კარიერას ჟოზე მოურინიოს გუნდში გააგრძელებს.

არადა, თავის დროზე, რომელუ სწორედ პორტუგალიელმა გაუშვა, გაუშვა "ჩელსიდან", სადაც ლუკაკუ, თითქოს, უნდა დაბრუნებულიყო კიდეც და "ლურჯები" ახლოს იყვნენ ბელგიელის შეძენასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, გოლეადორმა "წითელი ეშმაკები" აირჩია.

"ვფიქრობ, "მანჩესტერში" გადასვლა შესანიშნავი ნაბიჯი იქნება. ჩვენი ხედვა და ამბიცია ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კლუბი, რომელსაც ისევ სურს, დომინანტი გახდეს და წარმატება სწყურია. საქმე ეხება როგორც საშინაო არენას, ასევე საერთაშორისო ტურნირებს. ამ შანსს ბავშვობიდან ველოდი და როდესაც შემოთავაზება მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია.

მართლაც ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი გუნდის ისტორიის ნაწილი ვხდები. ვინ ეტყვის უარს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს? საუკეთესო სტადიონი ინგლისში, საუკეთესო ფანები. ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ჩემთვის, რომლის არგამოყენებაც არ შეიძლებოდა. ახლა კი დიდი შრომის დროა, უფრო მეტად უნდა დავიხარჯო, ვიდრე აქამდე ვიხარჯებოდი", - განაცხადა ლუკაკუმ.

რომელუ ამჟამად აშშ-შია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტიც უნდა გააფორმოს. სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამბობენ, რომ 75 მილიონ ფუნტს, ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 15 დაემატოს.

რომელუ, რომელმაც წინა პრემიერლიგაში 25 გოლი გაიტანა, "ჩელსიმ" 2014 წლის ივლისში "ევერტონს" 28 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. როგორც იცით, "ლურჯების" მაშინდელი მწვრთნელი "მანჩესტერის" ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო იყო. ლონდონელები დიდი ხანი ცდილობდნენ ლუკაკუს ხელში ჩაგდებას, მოლაპარაკებაც დაწყებული გახლდათ და "ჩელსი", თითქოს, მის გამოსყიდვასთან ახლოს გახლდათ, მაგრამ პრობლემა აქაც მინო რაიოლაში იყო. "ჩელსი" ბელგიელის აგენტის მოთხოვნებს არ იღებდა და მისი სოლიდური ჰონორარის გადახდა არ სურდა.

ლუკაკუს "მანჩესტერში" გადასვლით მოუ გუნდის სერიოზულად გადაწყობას და თავიდან შენებას იწყებს. სიმბოლურად, ეს უეინ რუნის მანჩესტერული კარიერის დასასრულსა და მისი საპირისპირო მიმართულებით წასვლას, მშობლიურ "ევერტონში" დაბრუნებას ნიშნავს.

დაბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ რომელუ ლუკაკუ ლოს ანჯელესში დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. საქმე საჩივარს ეხებოდა, რომელიც პოლიციამ იმ შენობიდან მიიღო, სადაც ლუკაკუ წვეულებას მართავდა და გადამეტებული ხმაურით მეზობლები შეუწუხებია. ბევერლი ჰილსის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინმე რომელუ ლუკაკუ ბოლინგოლი მას მერე დააკავეს, რაც გადამეტებული ხმაურის გამო პოლიციაში 5 საჩივარი შევიდა.

მოურინიოსა და ლუკაკუს ურთიერთობა

მოურინიო ლუკაკუზე 2013 წელს, როდესაც "ჩელსიმ" ბელგიელი "ევერტონში" გაანათხოვრა და ლუკაკუმ ამაზე უკმაყოფილება გამოხატა: "რომელუს ლაპარაკი უყვარს. ის ახალგაზრდა ბიჭია. თუმცა ერთადერთი, რასაც არ ამბობს, ისაა, თუ რატომ წავიდა ის "ევერტონში". ეს არის ის, რასაც ალბათ არასდროს იტყვის. ჩემი ბოლო კონტაქტი მასთან სწორედ ეს გახლდათ - ვუთხარი, ეთქვა, თუ რატომ არ არის ჩვენთან ერთად".

ლუკაკუ მოურინიოზე 2015 წლის დეკემბერში: "ყველა ამბობს, რომ ჩემი წასვლა მოურინიოს ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის, გადაწყვეტილება მე მივიღე. მივედი მის კაბინეტში და ვკითხე, შემეძლო თუ არა წასვლა, წასვლის უფლება ვთხოვე. "ევერტონთან" კონტრაქტი 11 საათზე გავაფორმე და პირველი ტექსტური შეტყობინება, რომელიც ჩემს "ბლექბერიზე" მივიღე, სწორედ ჟოზესგან იყო: "წარმატებები, საუკეთესოდ წარმოაჩინე თავი. გნახავ შემდეგ სეზონში".

მოურინიო ლუკაკუს "ევერტონში" გაყიდვაზე: "რომელუ ჩვენთან ყოველთვის პირდაპირი იყო. იგი მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი ადამიანი და მოთამაშეა. მუდამ სურდა გუნდისთვის სარგებლის მოტანა და მზად იყო, თავისი ადგილისთვის ებრძოლა. მას ძალიან უნდოდა "ჩელსიში" თამაში, მაგრამ სურდა, რომ პირველი ფორვარდი ყოფილიყო და მუდამ ძირითადში ეთამაშა. კლუბისთვის ძალიან ძნელია, რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გარანტია მისცეს და ამას შეჰპირდეს".

ლუკაკუს სტატისტიკა

* მარტში "ჰალის" კარში გატანილი ორი გოლით, ლუკაკუ გახდა "ევერტონის" პირველი მოთამაშე გარი ლინეკერის (1985/86 წლების სეზონი) შემდეგ, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 20-გოლიან ნიშნულს უწია. საბოლოოდ, მან პრემიერლიგის წინა სეზონი 25 გოლით დაასრულა და ბომბარდირობასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ჰარი კეინმა გადაასწრო.

* რომელუ მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში 80-ზე მეტი გოლი გაიტანა, სანამ 24 წლის გახდებოდა. ბელგიელამდე ეს მაიკლ ოუენმა, რობი ფაულერმა და უეინ რუნიმ შეძლეს.

* კონკრეტულად პრემიერლიგაში, რომელუ "ევერტონის" საუკეთესო ბომბარდირია 68 გოლით.

* ლუკაკუ იმ სამ მოთამაშეშია, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ხუთ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაჰქონდათ. დანარჩენი ორი - ოლივიე ჟირუ და სერხიო აგუერო არიან.

* პრემიერლიგაში ლუკაკუს 85 გოლი აქვს გატანილი. აქედან 42 მარცხენა ფეხით, 24 მარჯვენათი, 18 თავით, 1 კი სხეულის სხვა ნაწილით.

"მანჩესტერ იუნაიტედი", ცხადია, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს და სხვა ფეხბურთელებსაც უტრიალებს. "წითელი ეშმაკების" დიდი ხნის სამიზნე ერიკ დაიერია. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი 50 მილიონ ფუნტად ფასდება. მართალია, "დეზების" მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს 23 წლის დაიერის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ თავად ერიკი წასვლაზე ფიქრობსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]