"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "ლიონთან" მატჩი შეაფასა და სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლიონთან"(3:0, პირველი შეხვედრა - 1:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი შეაფასა.

"მეოთხედფინალში ვართ, რადგან უკეთესები ვიყავით. "ლიონი" შესანიშნავი მეტოქეა, რაც ჩვენს დამსახურებას კიდევ უფრო ამაღლებს. ორივე შეხვედრაში, დაცვაშიც და თავდასხმაშიც, კარგად ვთამაშობდით. კმაყოფილი და სრულიად მშვიდი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ "რეალისთვის" მეოთხედფინალში მოხვედრა ნორმალური მოვლენაა.

ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს. თქვენ ახლა უნდა იცხოვროთ, რადგან არ იცით იქნებით თუ არა ცოცხლები ხვალ. რომ წაგვეგო შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით, ამიტომ რისკზე წასვლა მოგვიხდა. კრიშტიანო მენტალურად ძლიერია. მან მითხრა, რომ სათამაშოდ მზად იყო. ჩვენმა ფიზმომზადების მწვრთნელებმაც თქვეს, რომ ის მოედანზე გამოსასვლელად მზად იყო. შესაძლოა, რონალდომ შემდეგი მატჩის დასაწყისი გამოტოვოს.

სწორ გზას ვადგავართ. ტიტულებს ან მიმდინარე ან მომავალ სეზონში მოვიპოვებთ. ჩემი გუნდები ჩვეულებრივ, დიდ წარმატებებს მეორე წელს აღწევენ. საბოლოო ჯამში "რეალი" ტიტულებს მოიგებს.

შედეგ მეტოქესთან დაკავშირებით განსაკუთრებული ამორჩეული გუნდი არ მყავს, მაგრამ "ინტერთან" ან "ჩელსისთან" შეხვედრისთვის თავის არიდებას ვისურვებდი, რადგან საყვარელი ხალხის წინააღმდეგ თამაში ემოციურად რთულია. ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგრამ ამ გუნდებთან არშეხვედრას ვისურვებდი", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა