25 წლის რუნი: "ყოველ შემთხვევაში ოცდაათ წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში რომ გადავცდები, ნაღდია“
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, წამითაც არ დამცხრალა ჭორები, რომ მას გუნდიდან წასვლა უნდა. ჭორებზე ფეხბურთელის პასუხი ასეთი იყო - ის შესანიშნავად ათამაშდა.

შეგახსენებთ, რომ რუნისა და იუნაიტედის კრიზისი ოქტომბერში დაიწყო. მაშინ ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ თავდამსხმელი სადაც იყო დატოვებდა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს. ფორვარდი ამბობდა, რომ „იუნაიტედი“ მის ამბიციებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ლაპარაკობდნენ „რეალზე“ და „მანჩესტერ სიტიზეც“ კი. თუმცა ამის შემდეგ ვარსკვლავმა და კლუბის ხელმძღვანელებმა საერთო ენა გამონახეს - რუნის ხელფასი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაეზარდა და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა.

და მაინც, ამის მიუხედავად, არ ცხრებოდა ხმები, რომ ფორვარდი ზაფხულში „ოლდ ტრეფორდს“ დატოვებდა. ამბობდნენ, რომ ხსენებული ხუთწლიანი კონტრაქტი იმიტომ გაფორმდა, რომ „იუნაიტედმა“ უფრო სარფიანად ივაჭროს.

„ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ მსმენია, - თქვა „მარსელთან“ თამაშის შემდეგ რუნიმ. - სერ ალექსთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ზაფხულში წასვლას რომ ვაპირებდე ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებდი. მინდა ახალ ხელშეკრულებაში აღნიშნული ხუთი წელიწადი „ოლდ ტრეფორდზე“ გავატარო. „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ თუ მოვბეზრდებით და გამაგდებენ. ყოველ შემთხვევაში ოცდაათ წელს ამ გუნდის შემადგენლობაში რომ გადავცდები, ფაქტია“. შეგახსენებთ, რომ რუნი 25 წლისაა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"