ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის პირველ პრესკონფერენციას 20 ათასი ადამიანი დაესწრო
გრანდიოზულ შოუმზე კიდევ თვენახევარი დარჩა. 26 აგვისტოს, ლას ვეგასის MGM Grand-ზე გაიმართება საკრივო ორთაბრძოლა პირველ საშუალო წონაში. მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ლას ვეგასში დანიშნული ბრძოლისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართეს - ლოს ანჯელესში პრესასთან შეხვედრას 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.

პირველი მიკროფონთან მაკგრეგორი მივიდა. ირლანდიელი UFC-ის შეფმა დანა უაიტმა წარადგინა.

"ეს არ არის ის პრესკონფერენცია, რომელსაც მიჩვეული ვარ, - განაცხადა მაკგრეგორმა. - 20 ათასი მაყურებელი მოვიდა და თავბრუ დამეხვა. მადლობა მოსვლისთვის. შეხედეთ, ფლოიდი კოსტუმის გარეშე მოვიდა - მას უკვე აღარ აქვს კოსტუმის შესაძენი ფული. მისი საქმე დამთავრებულია. ვაპირებ მეოთხე რაუნდში მის ნოკაუტში გაშვებას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!

მე ვარ ახალგაზრდა, საკუთარ თავში დარწმუნებული ბედნიერი ადამიანი, რომელიც ძალიან მონდომებით მუშაობს და ემზადება ამ ბრძოლისთვის. ვერავინ ვერაფერს დამიშავებს! უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ საკუთარი თავით, დროს შესანიშნავად ვატარებ. ამ ბრძოლაში ფლოიდი უგონოდ იქნება პირველი ოთხი რაუნდის განმავლობაში. ის ყოველთვის იმასთან ჩხუბობდა, ვისაც მისი ეშინოდა, მე კი არ მეშინია მისი!

კრივი - ეს არის შეზღუდული წესები, მან აირჩია ის, რაც მისთვის კომფორტული იქნება. მაგრამ ეს რეალური ბრძოლის მხოლოდ მეოთხედია! ეს რომ ნამდვილი ბრძოლა იყოს, ის ერთ რაუნდზე მეტს ვერ გაძლებდა..."

"არ ვიცი კიდევ რა ვთქვა. უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ, შესანიშნავად ვგრძნობ თავს. შინ მელოდება მაკგრეგორი-უმცროსი. ბავშვი - ჩემი საუკეთესო მოტივაციაა, რათა მივაღწიო იმას, რაც შეუძლებელი ჩანს. მინდა მისი ცხოვრება ვუზრუნველყო. და გავაგრძელებ სხვადასხვა სარეკორდო ღონისძიებაში მონაწილეობას.

MMA-ის არც ერთი მებრძოლი არ გადასულა კრივში, თუმცა, საპირისპირო შემთხვევები ისტორიაში ყოფილა. მაგალითად, როცა მოკრივეებს პრობლემები შექმნიათ. ფლოიდს აქვს პრობლემები, მაგრამ არ გადმოვიდა ჩვენს სამყაროში. მე წინააღმდეგი არ ვარ. საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული. მოდით, გავერთოთ!"

შემდეგ პუბლიკის წინაშე მეივეზერი წარსდგა.

"რას ნიშნავს რიცხვი 21? სწორედ ამდენი წელია ვამარცხებ ყველას! - განაცხადა მეივეზერმა. - ჩემთვის სულ ერთია, წვიმა მოდის თუ არქტიკაში ვიმყოფებით, მაინც ვუგებ ყველას. ჯანდაბა, ეს იოლი სამუშაო იქნება! ყველა მოვიდეს აქ, ყველას ნოკაუტში გავუშვებ. და ამ ნაძირალასაც".

"ათასი წელია არავინ გაგიშვია ნოკაუტში", - შეახსენა მაკგრეგორმა. ამ მომენტში მეივეზერი ტრიბუნასთან დააბიჯებდა და ჩრდილთან ბრძოლის იმიტაცია შეასრულა. "იცეკვე ჩემთვის, ბიჭუნა", - გააღიზიანა ირლანდიელმა.

"ჩემი ზურგჩანთა მომეცით!" - დაიყვირა მეივეზერმა. მან იქიდან ქვითარი ამოიღო.

"მოდით, გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება 100-მილიონიანი მებრძოლი", - გააგრძელა ფლოიდმა.

"ეს თანხა საგადასახადოსთვისაა", - მოასწრო ხუმრობა მაკგრეგორმა.

"აქ მე ვარ საგადასახადო", - უპასუხა მეივეზერმა, რომელსაც, ჭორების მიხედვით, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის წინაშე 22 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი დაუგროვდა.

"შეხედეთ, ვისი გვარი წერია პირველი ყველა პოსტერზე. ეს მე ვარ დომინანტი მხარე, - გააგრძელა მეივეზერმა. - ეს დამპალი რინგისკენ გაიწია - მე მას კრივის კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ. მაკგრეგორი ცუდად არ გამოიყურება შვიდნიშნა ან რვანიშნა ჰონორარებიან ბრძოლებში. მაგრამ, ჯანდაბა, მე ცხრანიშნა დონის მებრძოლი ვარ! რამდენი მიიღო კონორმა ბოლო ბრძოლისთვის, სამი მილიონი?"

"შენ მხოლოდ სასაცილოდ გამოგყავს საკუთარი თავი, დანარჩენ სამუშაოს კი მე ვასრულებ. გინდათ, პირდაპირ ახლა ვცემო? გინდათ? თუმცა, არა, დაველოდები ჰონორარს როდის გადაიხდიან", - დაასრულა პრესკონფერენცია მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა