"სევილიასთან" კონტრაქტს ხელმოწერაღა აკლდა, ფეხბურთელი კი მადრიდში გაიპარა
ჩვენ უკვე გაუწყეთ, რომ "სევილიამ" 27 წლის მარცხენა გარემარბი ვიტოლო 2022 წლამდე დაიბევა.

ანდალუსიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ გუნდი ვიტოლოს გარშემო აეშენებინათ, მისთვის კი კაპიტნის სამკლავური ჩაებარებინათ. ვიტოლო "სევილიას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო ევერ ბანეგასთან ერთად... მაგრამ ანდალუსიელებმა იჩქარეს - ფეხბურთელის წარმომადგენელთან წინასწარ ხელშეკრულება წერილობით ჰქონდათ გაფორმებული, მეორე დღეს საზეიმო ცერემონიალისთვის ელოდნენ, ელოდნენ და ვიტოლო არ გამოჩნდა.

მაშინ დაწერა "მარკამ", რომ ვიტოლოს სავარაუდო ტრანსფერი "ატლეტიკოში", რომელზეც დიდი ხანია, ბევრი იწერება, არც ისე განწირული იყო. "ატლეტიკო" ვიტოლოს სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მაშინ, როცა "სევილია" სეზონში 3 მილიონ ევროზე მეტს არ იხდის.

"გუშინ ჩვენ გვქონდა გამზადებული დოკუმენტი, რომელსაც დღეს ხელის მოწერაღა აკლდა. ველაპარაკე ვიტოლოს და არანაირი ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი ხელს არ მოაწერდა კონტრაქტს. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, კლუბი შეუთანხმდა ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელებაზე, მისი წარმომადგენელი და მამამისი თანახმანი არიან, რჩება მხოლოდ ფეხბურთელის ხელმოწერა დოკუმენტზე. დღეს თუ არა ხვალ ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ხოსე კასტრო კარმონამ, "სევილიას" გაოგნებულმა პრეზიდენტმა.

ამ დროს "მარკამ" ვიტოლო "ატლეტიკოს" ოფისთან შეამჩნია მადრიდში. გრანკანარიელი, სააგენტოს წარმომადგენელ მარგარიტა გარაისთან და მამასთან ერთად მადრიდში გაფრინდა "ატლეტიკოსთან" მოსალაპარაკებლად.

ოპერაცია ანტიფიფა

დიდხანს ლოდინი აღარ დაგვჭირვებია - გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვიტოლოსთან 2022 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ფიფამ "ატლეტიკოს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით აუკრძალა, სეზონის პირველ ნახევარს ვიტოლო "ლას პალმასში" იჯარით ჩაატარებს, 2018 წლის 1-ელ იანვარს კი მადრიდში დაბრუნდება.

ტრანსფერი კი ასე განხორციელდება - "ატლეტიკო" გადასცემს ვიტოლოს 40 მილიონ ევროს, რომ მან საკუთარი თავი გამოისყიდოს "სევილიასგან". ამის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და "ატლეტიკოსთან" ისე გააფორმებს კონტრაქტს, მადრიდული კლუბი კი მას ეგრევე კანარის კუნძულებზე გაანათხოვრებს.

გული გვიგრძნობს, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ჯერ კიდევ უცნობია, რა რეაქცია ექნებათ მადრიდულ მოტაცებაზე ანდალუსიურ კლუბში, რას იტყვის ფიფა მისი გადაწყვეტილების ასე აშკარა გვერდის ავლაზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
მაინც "ატლეტიკო"! ვიტოლომ საკუთარი თავი გამოისყიდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"სევილია": ვიტოლო დარჩა და "ატლეტიკო" გაანაწყენა
მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. G ჯგუფი. V ტური: ესპანეთმა და იტალიამ მოიგეს [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
ვიტოლოს საქმე - ფიფა და წლის ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
ვიტოლო: მესი ცალფეხაც რომ იყოს, მსოფლიოში მაინც საუკეთესო იქნება
AS - გრიზმანის თამაშზე ხელფასის მომატებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა