ჭაბუკ მოჭიდავეთა კონტინენტის პირველობას 24-30 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს
თანატოლთა ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადებიან ჩვენი ჭაბუკებიც - კონტინენტის პირველობას 24-30 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

იქ, ბიჭების ტურნირის გარდა, გოგონებშიც გვეყოლება ორი მონაწილე, თუმცა თავად ჩემპიონატიც დიდი სიახლეებით ჩატარდება: შეჯიბრება ძველებური სისტემით, ანუ ორ დღედ გაიმართება. პირველ დღეს ჩატარდება წინასწარი შეხვედრები, ფინალები კი მეორე დღეს გაიმართება.

ამასთან, მოჭიდავეები ორივე დღეს აიწონებიან, რაც გარკვეულ მაქინაციებს გამორიცხავს. ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ სხვა სიახლეებთან ერთად ამ წესის დაბრუნებაც გადაწყვიტა, თუმცა პირდაპირ უფროსებში გამოცდას ჭაბუკებში არჩია ექსპერიმენტი.

ჩვენმა გუნდებმა დასკვნით მოსამზადებელ ბაზად ბორჯომი, სპორტკომპლექსი "ოლიმპი" აირჩიეს, სადაც ჯერ მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩავიდნენ - მთავარმა მწვრთნელმა გია კვინიკაძემ იქ გუშინ ჩაიყვანა გაფართოებული შემადგენლობა, დღეს კი გოგონები ჩავლენ ბესარიონ გუჩაშვილის თავკაცობით.

რაც შეეხებათ "ბერძენ-რომაელებს", ხვიჩა ქორიძე მათ იქ ზეგ ჩაიყვანს. ეს განპირობებულია იმით, ვინ როდის იწყებს ჩემპიონატს და ვინ როდის მიფრინავს სარაევოში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პირველად "თავისუფლები" ჭიდაობენ და ბოსნიაშიც პირველად ისინი მიემგზავრებიან - 22 ივლისს, 24-ში კი მათი ტურნირი იწყება. 24-ში გოგონებიც წავლენ, "ბერძენ-რომაელები" კი 26-ში გაფრინდებიან.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს სარაევოში წასაყვანი შემადგენლობები. გასაგებია, რომ გუჩაშვილი არჩევანში შეზღუდულია, ბიჭების გუნდების მწვრთნელებს კი დასაფიქრებელ-ასაწონი ბევრი ჰქონდათ. საბოლოოდ ისინი მაინც საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნენ, თუმცა უმნიშვნელო არც საერთაშორისო ტურნირების შედეგები ყოფილა.

აქ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გამოვარჩევთ. მაგალითად, "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი არა რომელიმე დიდ ქალაქს, არამედ... სოფელს ჰყავს: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს სამი ფალავანი ჰყავს გუნდში.

ორი მონაწილე მოხვდა გარდაბნის კიდევ ერთი სოფლიდან - მარტყოფიდან, ანუ ნაკრები სანახევროდ გარდაბანმა შეავსო - ხუთი მონაწილე ჰყავს.

"თავისუფლებში" ამ კუთხით ამბროლაური გამოირჩა, რომელსაც ასევე სამი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორის ძმები - ვლადიმერ და ჭაბუკი გამყრელიძეები. ორ-ორი მონაწილე ჰყავთ ქუთაისსა და გორს, თბილისს - მხოლოდ ერთი.

მისასალმებელია ამ ნაკრებში ქობულეთელი ათლეტის გამოჩენა, რადგან ეს ახალი წერტილია ამ სტილის საჭიდაო რუკაზე. აჭარა ბერძნულ-რომაულში ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში, თუმცა ქობულეთი დიდად გამორჩეული არც იქაა, "თავისუფალში" კი - მით უმეტეს, მაგრამ ეტყობა, ეს სტატუს-კვო დადებითად იცვლება.

ბერძნეულ-რომაულში გამოვარჩევთ სამტრედიელ მძიმეწონოსან ელგუჯა ბალანჩივაძეს - ის "თავისუფალს" ჭიდაობდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე დამარცხდა, მხოლოდ მესამეზე გავიდა, ორიოდ დღეში კი ბერძნულ-რომაულში მოიგო ქვეყნის პირველობა და საბოლოოდ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

თავისუფალი

42 კგ. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)

46 კგ. გიორგი გეგელაშვილი (გორი)

50 კგ. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)

54 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)

58 კგ. თორნიკე ქათამაძე (ქობულეთი)

63 კგ. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)

69 კგ. გიორგი მუზაშვილი (გორი)

76 კგ. ლაშა ბაირამოვი (ქარელი)

85 კგ. დავით ქოჩქიანი (თბილისი)

100 კგ. ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური)

ბერძნულ-რომაული

42 კგ. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)

46 კგ. გურამ აბრამაშვილი (ნორიო)

50 კგ. აკაკი ოსიაშვილი (ნორიო)

54 კგ. ბექა გურული (რუსთავი)

58 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)

63 კგ. ოთარ აბულაძე (ხულო)

69 კგ. დავით სოლოღაშვილი (მარტყოფი)

76 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (ნორიო)

85 კგ. ლუკა ხუციშვილი (მარტყოფი)

100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)

გოგოები

40 კგ. მარიამ კარელიძე (გორი)

56 კგ. თამარ ხოჯაშვილი (თბილისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
აზერბაიჯანის ტურნირი: ბაქოს წარმატებული უქმეები
მაჭარაშვილი ფინალში გავიდა - კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს
თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საქართველოს ნაკრები ცნობილია
ბაქოს ტურნირი: ვინ მოიგებს აზერბაიჯანულ თასს?
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიურ თამაშებზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ქუთაისი გაჭაბუკდა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: შემადგენლობამდე საკონტროლოებიო
ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბ/რ ჭიდაობა. ჭაბუკთა ნაკრები: ცვლილებები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ