ცივმა ოფლმა დამასხა, ხმაც კი გამოვრთე... როცა მორჩნენ, მერე ჩავრთე, რომ ფეხბურთისთვის მეყურებინა
ამასწინათ, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის, რომელიც "ლურჯების" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თუმცა ახლა ამ თამაშის პერიპეტიებზე მსჯელობას არ ვაპირებთ. საქმე ისაა, რომ შეხვედრის დაწყებამდე ორკესტრმა შეასრულა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის "ოაზისის" ცნობილი კომპოზიცია - Don't Look Back In Anger.

მისი ავტორი ლიამ გალაგერი, რომელიც ბოლო წლებში სოლოკარიერითაა დაკავებული, რა თქმა უნდა, ამ შესრულების წინააღმდეგი არ იყო, მით უმეტეს, რომ ფეხბურთის დიდი ფანატია, ქომაგობს "მანჩესტერ სიტისა" და... ირლანდიის ნაკრებს. ამაში ის ფრანგულ sofoot.com-ს გამოუტყდა...

ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს უინტერესო, რას ფიქრობს ფეხბურთზე ერთი ჩვეულებრივი, თუმც კი დიდი სახელის მქონე გულშემატკივარი...

- ნახეთ ტელევიზიით, როგორ შეასრულა რესპუბლიკური გვარდიის ორკესტრმა თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტი "სტად დე ფრანსზე"? იცოდით, რომ ამას აპირებდნენ?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ რაღაც მოამზადეს, მაგრამ... მოდი, ასე ვიტყვი: ეს არ იყო ამ სიმღერის საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ არა უშავს, ამაზეც მადლობელი ვარ.

- რა იგრძენით სიმღერის შესრულების დროს?

- ცივმა ოფლმა დამასხა. ხმაც კი გამოვრთე. როცა მორჩნენ, ჩავრთე, რომ ფეხბურთისთვის მეყურებინა.

- ...და არ გქონიათ პატივმოყვარეობის მომენტი, როცა გესმოდათ, როგორ მღეროდა მთელი სტადიონი თქვენს ნაწარმოებს?

- რაც შეეხება პატივმოყვარეობას, ამ სიტყვას არ გამოვიყენებდი. უბრალოდ, სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ იღებდა გულშემატკივარი ამ სიმღერისგან ერთგვარ მუხტს. ამ დროს, ისინი იყვნენ მუსიკასთან ერთად და არა - იქ მყოფი ვიგინდარა პოლიტიკოსების გვერდით.

- არ გაგიკვირდათ, რატომ აირჩიეს ფრანგებმა მაინცდამაინც ეს სიმღერა?

- სულაც არა, რადგან ვიცი, რომ ფრანგები კარგად ერკვევიან მუსიკაში. ამ მხრივ, გემოვნება ნამდვილად ღალატობთ... მაგრამ, როცა იმ ბიჭმა პირი დააღო და სიმღერა დაიწყო... მოკლედ, რაც იყო, იყო... აღარ გვინდა ამაზე...

- თქვენმა ძმამ, ნოელ გალაგერმა, ეს სოლისტი, რომელიც ძალიან არ მოგეწონათ, თავის ერთ-ერთ უახლოეს კონცერტზე მიიწვია...

- ბრავო! ძალიან მაგარი დუეტი გამოვა!..

- თქვენ არ დაპატიჟებდით საკუთარ კონცერტზე?

- თუ უნდა, მოვიდეს. ოღონდ, გიტარის გარეშე. ტაში დაუკრას და ლუდი დალიოს.

- ალბათ, ვერ მოვა, რადგან არმიაში მსახურობს...

- რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ვითომ მეომრები რაღაცნაირები არიან... რომ იცოდეთ, როგორ მეზიზღება ომები!.. ამას ყველაფერი სჯობია.

- კარგით, გადავიდეთ მუსიკაზე. რომელ ჯგუფს უსმენთ ახლა

- "სექს პისტოლზს". სხვა არაფერი მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია. არადა, გარშემო ბევრს ვიცნობ, რომელიც ყველაფერ ახალს უსმენს, თითქოს მუსიკაც ვითარდება, მაგრამ არ მომწონს და რა ვქნა?! "სექს პისტოლზის" პირველ ალბომებს თავიდან მოვუსმინე. ძალიან მაგარია!

- მუსიკის სიახლეები არ გაინტერესებთ, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" ფანი ხართ და ამ გუნდის სიახლეებს თუ ეცნობით?

- ერთი კარგი ფეხბურთელი უყიდიათ... თუ არ ვცდები, "მონაკოსგან". მართალი ვარ?

- ბერნარდო სილვას გულისხმობთ ეტყობა...

- დიახ. არ არის ცუდი ბიჭი. ვნახე, როგორ ითამაშა "მონაკოს" შემადგენლობაში ჩვენს წინააღმდეგ. თავად "მონაკოც" მშვენიერი გუნდია და ეს ჩემპიონთა ლიგაშიც დაამტკიცა. ეს მბაპეც ძალიან მაგარია!..

- ინგლისში ძალიან გაუკვირდათ, "მონაკომ" "მანჩესტერ სიტი" რომ გააგდო ჩემპიონთა ლიგიდან?

- გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებით არ გაჰკვირვებიათ, რადგან, წეღანაც გითხარით, ძალიან კარგი გუნდი გყავთ "მონაკოს" სახით. იმისიც ნაკლებად სჯეროდა ხალხს, რომ "სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე გელაპარაკებით გულშემატკივართა იმ ნაწილზე, რომელიც უფრო რაციონალურად მსჯელობს ფეხბურთზე და არა - ფანატებზე, რომელთაც ჰგონიათ, რომ "სიტიმ" ყოველ წელს ყველაფერი უნდა მოიგოს.

- ცოტაც ვთქვათ საფრანგეთ-ინგლისის თამაშზე. თქვენი ნაკრები არ იყო შთამბეჭდავი. რაშია საქმე?

- ნამდვილად არ ვიცი. არადა, თითქოს კარგი მოთამაშეები არიან - ჰარი კეინი, დელე ალი... მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ინგლისის ნაკრების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. პირველ რიგში ირლანდიას ვქომაგობ - გუნდს, რომელიც ჩემი წინაპრების სამშობლოს წარმოადგენს. ინგლისის წაგება კი ჩემთვის ტრაგედია არ არის. აგერ, წააგეს თუ არა საფრანგეთთან?! ღირსები არიან, ეგრე მოუხდებათ მაგათ! ზარმაცები ფეხბურთს ვერ მოიგებენ!

- როგორც ამბობენ, "მანჩესტერ სიტის" ობამეიანგი აინტერესებს. მოგწონთ ეს ფორვარდი?

- ააა, ის ბიჭი "დორტმუნდიდან" რომ არის ხომ? არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ეგეთები, მგონი, უკვე საკმარისად ჰყავს "სიტის". არ არის ასე? უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოვიდა ახალი მეკარე (ედერსონი "ბენფიკადან" - რედ)... ისე კი, ჩემი აზრით, პეპმა (გვარდიოლა - რედ) შეცდომა დაუშვა, როცა ჯო ჰარტი მოიცილა. ამით მან საკუთარი თავი დასაჯა. მეტი არაფერი! მე არ ვამბობ, რომ ჰარტი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ერთი სეზონით მაინც უნდა შეენარჩუნებინა, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ტრავმირებული იყო ვენსან კომპანი. ამ ორის გარდა, დაცვას წესიერად ვერავინ ხელმძღვანელობს. ახალ სეზონში სასიცოცხლოდ აუცილებელია პრემიერლიგის მოგება. "ჩელსის" და სხვებს აღარ უნდა დავუთმოთ ტიტული. პირდაპირ ვამბობ - თუ "სიტი" ჩემპიონი ვერ გახდება, პეპი უნდა წავიდეს.

- ...და აღარ არის მთავარი, გადაუსწრებთ თუ არა ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვენს მოძულე თანაქალაქელს?

- არა, ეს ადრე იყო. ახლა, როცა კლუბს ამდენი ფული აქვს, ასეთ ბავშვური რაღაცები რაში გვჭირდება?! უნდა მოვიგოთ პრემიერლიგა! ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ვცადოთ გამარჯვება, რადგან მეჩვენება, რომ ამ ტურნირში ცალი ფეხით ვთამაშობთ. მორჩა, წავიდა ეს დროც! მაგრამ ჯერ მაინც პრემიერლიგა!..

- მიგაჩნიათ, რომ ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა?

- რომ გითხრათ, სხვა ლიგებს ხშირად ვადევნებ თვალს-მეთქი, მოგატყუებთ. ყველაგან არის 2-3 კარგი გუნდი. ინგლისში კი დაახლოებით 6 გრანდია და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პრემიერლიგა სხვა ლიგებზე უკეთესია.

- მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგას ესპანური გუნდები იგებენ...

- ...და ვერ ვხვდები, რატომ არის ასე. იმდენი ფული გვაქვს, ვალდებულები ვართ, ვიგებდეთ ჩემპიონთა ლიგას.

- მაშინ რა გიშლით ხელს ამაში?

- გასულ სეზონში დაცვა იყო ნულის დონეზე, ნახევარდაცვა კი... ეს დე ბრუინი... პირდაპირ გამოწურეს ეს ბიჭი ლიმონივით! ჟეზუში და აგუერო გვყავს წინ და წესით, თავდასხმაში ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ. სანეც კარგია და ერთი კარგი ბიჭიც მარცხნივ... გამახსენდა - სტერლინგი! არადა, დანი ალვეშის ყიდვას აპირებდნენ... გამახსენეთ, საიდან არის ეს ბიჭი?..

- ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "იუვენტუსიდან", მაგრამ ის პსჟ-ში წავიდა. "სიტის" კი დაცვაში აღარ ჰყავს ბაკარი სანია და პაბლო საბალეტა. ეს არ დაასუსტებს უკანა ხაზს?

- ეჰ, რა მაგარი იყო საბალეტა! სუპერკლასი! ნუთუ, მისი გამოცდილება კიდევ ერთი სეზონი არ გამოგვადგებოდა? მთელ ფლანგზე დარბოდა შეშლილივით... თვალს უხაროდა... ან კიდევ სანია, ისიც ძალიან მაგრამ "მუშა" იყო...

- ხშირად დადიხართ სტადიონზე?

- ახლა აღარ. ძირითადად ტელევიზორში ვუყურებ ფეხბურთს.

- არ გინდათ იმ დროში დაბრუნება, როცა ფეხბურთი გაცილებით სუფთა იყო და ამდენი ფული არ ტრიალებდა?

- არ მინდა. მე 1972 წელს დავიბადე და კარგად მახსოვს, 80-იან წლებში "სიტი" იყო სუფთა განავლის ტომარა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ახლა "ფულის ტომარას" გვეძახიან.

- თანამედროვე ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?

- ჩვენი ფორვარდი ჟეზუში - გენიალურია! ცოტა ხანში მეტოქეებს ძალიან შეეშინდებათ მისი. რაღაცით ბრაზილიელ რონალდოს მაგონებს, უშიშარია, თამამად მიდის რისკზე... ნამდვილი აგრესორია!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papa
მაგარი კაცი...
Goga
უდიდესი კაცი!
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია