"ატლეტიკოს" ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი "რეალთან" მატჩზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პირდაპირობის გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ
"ატლეტიკოს" ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი მიიჩნევს, რომ პირდაპირობის გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ირწმუნება, რომ ერთხელაც არ წამოცდენია "ატლეტიკოდან" შესაძლო წასვლის შესახებ.

"მარკასთან" ინტერვიუში დიეგომ განაცხადა: "ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კონტრაქტით და მინდა, ის ბოლომდე გავასრულო. კიდევ ორი წელი "ატლეტიკოს" ვეკუთვნი და ბედნიერი ვარ. რაც აქ ვარ, ჩემს შესახებ უამრავი ჭორი გამიგია, რა საოცარი ვერსია აღარ გამიგია - არადა, თავადაც ნახავთ, შემდეგ სეზონშიც "ატლეტიკოში" ვიქნები. ერთხელაც არ დამცდენია ფრაზა, გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ. უბრალოდ პირდაპირი კაცი ვარ და ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ, ეს კი ისევ ბუმერანგად მიბრუნდება."

შემდეგი მატჩი "ატლეტიკოს" ძალზე პრინციპული აქვს, მადრიდული დერბი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ: "მიყვარს ეს დერბი - ყველა მობილიზებულია, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. "რეალთან" ყოველთვის მაღალი დონის მატჩი გამოდის. მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ის ამას ესპანეთშიც ამტკიცებს. მეტოქე დიდებული კლუბია, მათ ჰყავთ კრიშტიანო რონალდო და ბრწყინვალე მეკარე კასილიასის სახით. ჩვენ მათ ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია."

ფორლანი ყველაზე მეტად გააღიზიანა ესპანურ პრესაში დაწერილმა, თითქოს, "ატლეტიკოში" ისეთი ცუდი სიტუაციაა ფეხბურთელებს შორის, რომ ისინი ერთმანეთს პასებსაც კი არ აწვდიან: "ამ ისტორიამ ყველაზე მეტად გაგვაღიზიანა გუნდში, საიდან მოიტანეს?

"ატლეტიკოში" ნორმალური სიტუაციაა, ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ვუგებთ."

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა