"იუტა ჯაზმა" ევროლიგის ოთხთა ფინალის MVP დაიმატა
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზარზე ნაკლები აქტიურობა იყო, თუმცა, რამდენიმე გარიგება დაიდო.

ორი კალათბურთელით შეავსო შემადგენლობა "იუტა ჯაზმა". "ჯაზმენები" ორწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ შვეიცარიელ მცველს ტაბო სეფოლოშას. კალათბურთელი ჯამში 10.5 მილიონ დოლარს მიიღებს. 33 წლის სეფოლოშამ ბოლო სამი სეზონი "ატლანტაში" გაატარა. შარშან, ის საშუალოდ 7.2 ქულას, 4.4 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

ასევე "იუტაში" გააგრძელებს კარიერას ცენტრი ეკპე უდოჰი, რომლის კონტრაქტიც ორწლიანია, ხოლო თანხა 6.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 30 წლის უდოჰი წელს ევროლიგის ჩემპიონი გახდა "ფენერბაჰჩესთან" ერთად. ამ ტურნირზე ის საშუალოდ 12.1 ქულას, 7.8 მოხსნას, 2.2 შედეგიან პასსა და 2.2 დაფარებას აგროვებდა. ამერიკელი ევროლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და "ოთხთა ფინალის" MVP გახდა.

"კლივლენდ კავალიერზმა" უარი თქვა თავისუფალი აგენტის ჯამალ კროუფორდის აყვანაზე და ამის ნაცვლად, სამწლიანი გარანტირებული კონტრაქტი გაუფორმა 22 წლის თურქ ჩედი ოსმანს. თურქული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა კალათბურთელი 8.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ეფესის" კალათბურთელი "კავალიერსმა" 2015 წლის დრაფტზე 31-ე ნომრად აიყვანა. 2016-17 წლების ევროლიგის მატჩებში ოსმანი საშუალოდ 6.7 ქულას, 3.7 მოხსნასა და 1.1 შედეგიან პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
თურქეთმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მორიგ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები