ESPY-ის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 სპორტული წელი შეაჯამეს და ESPY-ის (Excellence in Sports Performance Yearly) ვერსიით სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს.

Nothing easy - ზაზა ფაჩულია ESPY-ს დაჯილდოებაზე [VIDEO+PHOTO]

ნომინაციაში "საუკეთესო სპორტსმენი (მამაკაცი)" გაიმარჯვა კალათბურთელმა რასელ უესტბრუკმა. "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა გაუსწრო ჰოკეისტ სიდნი კროსბის ("პიტსბურგი"), ბეისბოლისტს კრის ბრაიანტს ("ჩიკაგო კაბსი") და მოცურავე მაიკლ ფელპსს.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი სიმონა ბაილსი. მან უკან ჩამოიტოვა ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მოცურავე კეტი ლედეკი და კალათბურთელი კენდის პარკერი.

NBA-ის ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" ESPY-ის პრემია მიიღო ნომინაციაში - "წლის გუნდი". ამ პრიზისთვის მისი კონკურენტები იყვნენ - "ჩიკაგო კაბსი", "კლემსონ ტაიგერსი", "პიტსბურგ პინგვინზი", "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი", საუთ კაროლინა გეიმკოქსი" და სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ქალთა ნაკრები.

NBA-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო "გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა მიიღო ESPY-ის პრიზი ნომინაციაში - "ჩემპიონატში საუკეთესო გამოსვლა".

"წლის საუკეთესო ჰოკეისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდმა სიდნი კროსბიმ. გასულ წელს, მან სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო, გარდა ამისა, კანადის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა მსოფლიოს თასზე, თან ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კროსბიმ ამ ნომინაციაში აჯობა პატრიკ კეინს ("ჩიკაგო"), ოსტონ მეტიუსს ("ტორონტო"), კონორ მაკდევიდსა ("ედმონტონი") და სერგეი ბობროვსკის ("კოლამბუსი").

23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი ESPY-ის პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში - "ყველაზე გამოჩენილი რეკორდი". ფელპსმა ეს პრიზი მიიღო ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობის გამო.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან ექვს გაცურვაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ამ ნომინაციაში წარმოდგენილნი იყვნენ: კალათბურთელი დიანა ტაურაზი (WNBA-ში ყველაზე მეტი ქულა - 7494), "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი (ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი რეგულარულ სეზონში - 42) და ამერიკული ფეხბურთის გუნდის "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის" დამრიგებელი ბილ ბელიჩიკი (ყველაზე მეტი მოგება სუპერბოულში მთავარი მწვრთნელის რანგში - 5).

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში უსაინ ბოლტი დასახლდა წლის საუკეთესო უცხოელ სპორტსმენად. იამაიკელმა ESPY-ის პრემიისთვის ბრძოლაში აჯობა ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია), რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონს ცურვაში კატინკა ჰოსუს (უნგრეთი), UFC-ის მოქმედ ჩემპიონს კონორ მაკდევიდსა (ირლანდია) და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს საულ ალვარესს (მექსიკა).

დაბოლოს, საუკეთესო ჩოგბურთელები გახდნენ როჯერ ფედერერი (შვეიცარია) და სერენა უილიამსი (აშშ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის