მალაგის "უნიკახამ" გიორგი შერმადინს დიდი მიღება და პრეზენტაცია მოუწყო
მალაგის "უნიკახამ" გიორგი შერმადინს დიდი მიღება და პრეზენტაცია მოუწყო.

ქართველმა ცენტრმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მისი კონტრაქტი ოფიციალურად ძალაში შევიდა და ზეიმის დროც დადგა.

სახელდახელოდ მოწყობილ პავილიონში შერმადინს ქომაგების არმია დახვდა, რომელთა შორისაც ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ქართველ ცენტრთან ასობით ადამიანმა ფოტო გადაიღო - ერთი სიტყვით, ის "უნიკახაში" როგორც ვარსკვლავი და ცხადია, როგორც ლიდერი, ისე მივიდა.

შერმადინმა განაცხადა: "მალაგაში დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი. "უნიკახას" წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი, რომ თქვენს გუნდს ერთგული ქომაგები ჰყავს, რომლებიც დარბაზს მუდმივად ავსებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ სიხარული მოვუტანო.

ვიცი, მწვრთნელ ხოან პლაზას რამხელა ავტორიტეტი აქვს. ის დიდებული სპეციალისტია, რომელიც კალათბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ვეცდები, მისი ხელმძღვანელობით, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ევროლიგაში წარმატებით ვითამაშო".

მალაგელებს მნიშვნელოვანი წელი ელით, რადგანაც ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, გარკვეული პაუზის მერე ძალებს ევროლიგაშიც მოსინჯავენ. თუმცა, საკლუბო ბატალიებამდე, გიორგის უფრო მნიშვნელოვან სანაკრებო ამბებზე გადართვა მოუწევს. პრეზენტაციის მერე ის თბილისში ბრუნდება და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

dato
Yochag giorgi, nateli magaliti xar rom mondomebita da shromit yvelafris migceva sheizleba. Velit shen lamaz tamashs evropis chempionatze!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად