დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა ქართველ მცველში დიდ პოტენციალს ხედავს
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარმა" ოფიციალურად წარადგინა. კიევის გარეუბანში გამართული ღია ვარჯიშის დროს ხოჭოლავამ ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და მათთან თავის სათამაშო ნომერზე, სამომავლო გეგმებსა და კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- დონეცკის "შახტარის" ბაზაზე დავით ხოჭოლავას პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO+PHOTO]

დონეცკის "შახტარი" სეზონს 15 ივლისს, სწორედ კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასისთვის მატჩით გახსნის და შესაძლოა, ხოჭოლავას ოფიციალური დებიუტი დონეცკელთა გუნდში სწორედ ამ მატჩშიც შედგეს.

"ხუთიანი" ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ნომერი. გუნდში მოსვლისთანავე ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისი არჩევა. წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა და ძალიან მიხარია, რომ იმ ნომრით ვითამაშებ, რომლითაც "შახტარის" ლეგენდარული მცველი ალეკსანდრ კუჩერი გამოდიოდა.

როდესაც "ჩერნომორეციდან" გადმოვედი, მეგონა, რომ სწორედ კუჩერი ითამაშებდა ძირითადში. თუმცა, აუცილებელია შრომა და მუდმივად ზრდა. არ ვაპირებ გაჩერებას და შევეცდები, ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი.

ვარჯიში "შახტარში" დიდად განსხვავდება "ჩერნომორეცში" მზადებისგან. პირველ რიგში - მაღალი ტემპით. აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად სრულდება.

თამაში "დინამოსთან"? ყოველთვის მიჭირდა "შახტარის" წინააღმდეგ გარჯა. კიეველები უფრო "იკეტებიან", "შახტარს" კი სჩვევია საკუთარი თამაშის წარმართვა სწრაფი პასებისა და ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. სუპერთასის მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად მოვემზადეთ შეკრებაზე", - უთხრა დავითმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებს ესაუბრა დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკაც, რომელმაც ქართველი მცველი ასე დაახასიათა:

"ჩვენ შემოგვიერთდა ხოჭოლავა - დიდი პოტენციალის მქონე შემსრულებელი. ამჟამად ის ცდილობს, მაქსიმალურად აუღოს ალღო ჩვენს თამაშს და ვფიქრობ, ახლო მომავალში მას შეუძლია ბრწყინვალე ალტერნატივა გახდეს (იგულისხმება გუნდიდან წასული კუჩერის პოზიცია)".

ვასო
რა ზამენაზეა საუბარი, ვინ ყავთ უკეთესი? ალღო უნდა აუღოს მწვრთნელს, თუარადა ეგ მწვრთნელი არ ყოფილა, ვერც ვერაფერს მიაღწევენ წელს უკრაინული გუნდები, წავიდნენ დაღმა, და ვაბშე არ უნდა გადასულიყო მაგ გუნდში, ევროპაში უნდა წასულიყო, ყველა რო გარბის უკრაინიდან ვერ ხედავთ. მაგრად სცოდავენ აგენტები და ფედერაცია უნდა აკონტროლებდეს თითოეული ნაკრების წევრის ტრანსფერს
forca
ზოგი ისეთ კომენტარს წერს კაცს გული გაუსკდება რა :)) ქართველები ხართ თუ გადამთიელები რა გჭირთ ბიჭმა ნოლიდან მიაღწია ამხელა შედეგს და კიდე განვითარდება გული მიგრძნობს და სკამს უქადთ ან რა პესიმისტური განცხადებებით გამოდიხართ. ამას წინათ გაანათხოვრებენო ვერ გაიხარეთ, ეხლა კიდე სკამია-სამწუხაროდ ეხლაც დაგწყდებათ გული.
ილია
თავიდან სათადარიგო იქნება რათქმაუნდა,მაგრამ ეს პესიმიზმი რა უბედურებაა,ზამენისთვის განწირული არა ისა,ეს ბიჭი ითამაშებს და თანაც მაგარ ფეხბურთს ითამაშებს,მერე რას იტყვით უნდა გიყუროთ რააა.იმის მაგივრად,რომ გაამხნევოთ სისულელეებს წერთ,კითხულობენ ფეხბურთელები ამ კომენტარებს სხვათაშორის
ხვიჩა
თავდადებული შრომა აი რაა მთავარი ეხლა დავითისთვის.
გიბო
ზამენისთვის არის განწირული სამწუხაროდ. ქართველი და შახტარი? წარუმატებლობა მუდამ.
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
"საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულია - მძიმე მატჩები გველოდება" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს