22-23 ივლისს მინსკში "ევროპის ღია კონტინენტური თასი" ტარდება ძიუდოში, რომელშიც ჩვენგან ვაჟთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას და ქალებიც
22-23 ივლისს მინსკში "ევროპის ღია კონტინენტური თასი" ტარდება ძიუდოში, რომელშიც ჩვენგან ვაჟთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას და ქალებიც. ოღონდ ორივე გუნდს განსხვავებული მიზნები აქვს.

მინსკში ვაჟთა ნაკრები არასრული და გადახალისებული შემადგენლობით გამოვა: მონაწილე არ გვეყოლება 60 კილოგრამში და თან არ იჭიდავებს ლიდერთა დიდი ნაწილი.

თუმცა ირაკლი ცირეკიძეს ბაქოში ყველა მიჰყავს, რადგან ნაკრები ტურნირის შემდეგომ ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩება და უცხოელებთან გამართავს სპარინგებს.

60 კილოგრამის გამოტოვება იმან განაპირობა, რომ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ამირან პაპინაშვილს ამ ეტაპზე შეჯიბრება აღარ სჭირდება და მხოლოდ ერთობლივი ვარჯიშებისთვის მიჰყავთ მინსკში, ლუხუმ ჩხვიმიანი კი ამჯერად ზედა წონაში - 66 კილოგრამში იჭიდავებს.

დარჩება თუ არა ის ამ წონაში, ან სამომავლოდ სად ეცდება თავის დამკვიდრებას, ამას მომავალი გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი ახალ წონაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა.

მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ მინსკში ტრავმა-ოპერაციებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იჭიდავებს ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90). იმედია, ის მალევე შეძლებს ძველებური ფორმის აღდგენას.

მინსკში ორი სპორტსმენი - ბექა შავდათუაშვილი (73) და ბექა დონღვანი (81) საკუთარი ხარჯით მიდიან, სხვებს კი საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აფინანსებს.

გუნდისთვის ეს შეჯიბრება უფრო სათადარიგო ფალავნების გამოსაცდელი შანსია, თუმცა შესარჩევის თვალსაზრისითაც ფრიად მნიშვნელოვანია: მწვრთნელებმა სწორედ აქ უნდა შეარჩიონ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი ბოლო, მეცხრე მონაწილე. ძირითადი შემადგენლობა მათ უკვე გარკვეული ჰყავთ, თუმცა მის გამოცხადებას ჯერ არ ჩქარობენ; დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი, სადაც სამი პრეტენდენტია: ლაშა გიუნაშვილი (66), ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე - 90). ნაკრებში იმას შეიყვანენ, ამ ტრიოდან მინსკში ვინც უფრო უკეთ იასპარეზებს.

გუნდი ბელარუსში ორ ნაწილად გაემგზავრება: ტურნირში მონაწილენი 19 ივლისს დილით წავლენ, შეკრებაზე წამსვლელები კი - 23-ში, გვიან ღამე.

სტამი ბრუნდება?

ამასობაში გაჩნდა რაღაც შანსი, რომ ისევ დაგვიბრუნდეს ნატურალიზებული ჰოლანდიელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70). ამ უქმეებზე მისი გვარი გაჩნდა გერმანულ ზაარბრიუკენში ჩატარებულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე", წილისყრის ოქმშიც იყო შეტანილი, თუმცა საბოლოოდ მაინც ამოიღეს სიიდან. როგორც თენაძემ გვითხრა, მას თავის დანებება კი სურს, მაგრამ მისი მენეჯერი-მწვრთნელი, ჩვენი ქალთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გიორგი გვიჩიანი ძალიან ცდილობს, დაიყოლიოს კარიერის გაგრძელებაზე.

სტამის დაბრუნება აქტუალური იმდენადაა, რომ ეს წონაც შედის გაერთიანებულ გუნდში. თუმცა თენაძე იმედიანადაა, რომ თუ ოძელაშვილი ბოლომდე შეძლებს ძიუდოზე გადმორთვას, ფიზიკურად იმდენად კარგადაა მომზადებული, 70 კილოგრამში სხვისი ძებნა არც დაგვჭირდება.

ვაჟები

66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

73 კგ. ფრიდონ გიგანი, ბექა შავდათუაშვილი

81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი

90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი

100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯ ი ჯ ი
ჭრიკიშვილის წონა 81-ია. მას 90-ში გაუჭირდება, ჯერ ერთი იქ ღვინიაშვილია, რომელსაც ვერ მოუგებს, და რაც მთავარია ჩვენს ნაკრებს 81-ში უჭირს, 0 %-ია შანსი ამ წონაში ვინმემ შედეგი აჩვენოს ჭრიკიშვილის გარდა. იქნებ მოინდომოს და დაიკლოს.
ენლილ
ოძელაშვილი გადმოიყვანონ ძიუდოში... სამბო კარგია, მაგრამ ოლიმპიური არაა და თუ რაიმეზე მართლა სერიოზულად აქვს პრეტენზია ადამიანს, უნდა სცადოს აუცილებლად ძიუდოში გამოსვლა.. ძიუდოს ტიტულები უფრო საპატიოა, ვიდრე სამბოსი. ისეთი უნარიანი ქალია, არ გაუჭირდება-ამაში ეჭვი არ მეპარება...
sosos
მეც მეგობარო მეც მომენატრა სიხარულის განცდა ავტოსგან,,გაიხარე..
სოსო
მენატრება ავთოს ძველებური ჭიდაობა.
Irakli apkhaidze
ჭრიკო საბოლოოდ დაემშვიდობა 81-ს? :(
ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა