საშუალო წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი სერხიო მარტინესი ამერიკის შეერთებული შტატების კრივის ექსპერტთა ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა.

საშუალო წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი სერხიო მარტინესი ამერიკის შეერთებული შტატების კრივის ექსპერტთა ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ არგეტინელმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა უკრაინელი სერგეი ძინზირუკი. ახლა ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პოპულარობით გაასწრო ლეგენდარულ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს და მხოლოდ პირველ ნომერ მენი პაკიაოს ჩამორჩება, რომელსაც 7 მაისს უწევს ბრძოლა შეინ მოზლისთან.

"ამ მომენტისთვის ვგრძნობ, რომ მსოფლიოს მეორე ნომერი ვარ - ამ ადგილზე მე მეივეზერი ჩავანაცვლე. ვფიქრობ, მენი პაკიაო მაინც რჩება მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ პაკმენი ვერ აჩვენებს თავის მაქსიმუმს მოსლისთან ბრძოლაში, როგორც ეს უკრაინელთან შეხვედრისას გავაკეთე, მაშინ საუკეთესო მე გავხდები. რა თქმა უნდა, მოსლის გამარჯვების შემთხვევაში ულაპარაკოდ პირველი ვიქნები", - ამბობს არგენტინელი ჩემპიონი.

მარტინესი მხოლოდ ასე არ აპირებს პირველობის მოპოვებას და მომავალში ძალიან უნდა იმავე მენი პაკიაოსთან ან მიგელ კოტოსთან ბრძოლის ორგანიზება. ამისთვის ის მზად არის წონა დაიგდოს და პირველ საშუალო წონაში გადავიდეს.

"იოლ ბრძოლებს არ ვეძებ, - აცხადებს სერხიო. - მზად ვარ დავეშვა პირველ საშუალო წონაში იმისთვის, რომ მენი პაკიაოს ან მიგელ კოტოს შევხვდე. საუკეთესოებთან ჩხუბი მინდა. თუ კოტო - ნამდვილი მამაკაცია, ის თავად მოითხოვს სერხიო მარტინესთან ბრძოლას. იქამდე არ გავჩერდები, სანამ წონითი კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე არ გავხდები".

მარტინესის პრომოუტერმა ლუ დიბელამ დაამატა: "მარტინესი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეა. რამდენიმე დღის წინ თავად იხილეთ რატომაც მოხვდება ის კრივის დიდების დარბაზში. ის საუკეთესო არგენტინელი საშუალოწონოსანია კარლოს მონსონის შემდეგ".

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"