ალბანეთში იტალიელ მწვრთნელებს ვერ ელევიან
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან პანუჩი ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და კრისტიანს ტირანაში ელოდებიან, რათა ხელშეკრულება გაფორმდეს. 44 წლის პანუჩი ბოლოს "ტერნანას" ედგა სათავეში, იქამდე კი "ლივორნოს" მთავარი მწვრთნელი იყო. 2012-2014 წლებში, პანუჩი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, სადაც ფაბიო კაპელოს თანაშემწე გახლდათ.

ალბანეთის ნაკრებს ბოლო 6 წლის განმავლობაში ასევე იტალიელი მწვრთნელი, ჯანი დე ბიაზი ედგა სათავეში - სწორედ მისი თავკაცობით მიაღწიეს ისტორიულ მიზანს შკიპერებმა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ალბანეთის ნაკრები G ჯგუფში ასპარეზობს, სადაც იტალიის და ესპანეთის ნაკრებებთან უწევს ჭიდილი - ალბანელები გრანდეებს დიდი ფორით ჩამორჩებიან და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ შერჩენილი. პანუჩის მიზანი ალბანეთის ნაკრების ევრო 2020-ზე გაყვანა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ