პირლო აკვილანის შემცვლელად?

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, "მილანის" რამდენიმე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, გახანგრძლივების პერსპექტივა კი ჯერჯერობით ბუნდოვანია. განსაკუთრებულად აქტუალური ანდრეა პირლოს საკითხია, რომელიც გუნდის ლიდერად ითვლება და ბუნებრივია, რომ მისი ხელშეკრუყლების ამბავი გულშემატკივრებს ძალიან აღელვებთ. "გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბს და ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და გამოსავალიც არ ჩანს. საქმე იმაშია, რომ ადრიანო გალიანი პირლოს კიდევ ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელი წლიურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამბობენ, რომ შეთავაზებული პირობები ანდრეასთვის მიუღებელია, რადგან მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, სეზონში 5 მილიონ ევროს იღებს, ანუ მილიონნახევრით მეტს. "მილანის" მესვეურები ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელფასო ფონდი შეამცირონ და გასულ ზაფხუილს დიდწილად სწორედ ამიტომ შეელიან კახა კალაძეს. ამას წინათ, გალიანიმ კაკას შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მზად არიან ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 3.5 მილიონ ევროს დათანხმდება ყოველწიურად. აქვე ვთქვათ, რომ ბრაზილიელი შემტევი მადრიდის "რეალისგან" 6 მილიონს იღებს სეზონურად.

დავუბრუნდეთ პირლოს, რომელიც ჯერჯერობით არ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას. პრესაში კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანდრეას გადაბირებით "იუვენტუსია" დაინტერესებული. ტურინული გრანდის მესვეურები მზად არიან იმდენი გადაუხადონ ფეხბურთელს, რამდენსაც დღეს იღებს "მილანში", ანუ 5 მილიონი ევრო. ეს საკითხი კი იმად დადგა დღის წესრიგში, რომ ბოლო ინფორმაციით, "ლივერპული" ალბერტო აკვილანის დაბრუნებას აპირებს. ანუ, "იუვეს" საყრდენის პოზიციაზე საკადრო დეპიციტი შეექმნება და ბუნებრივია, რომ ვაკუუმს შევსება დასჭირდება. აკვილანის რომ ინგლისში მოუწევს დაბრუნება, ამაზე ტურინული გრანდის სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვები მეტყველებს:

"დიდი სურვილი გვაქვს, რომ აკვილანისთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს ასე მოხდეს. ალბერტოს სანაცვლოდ ინგლისელები არარეალურად დიდ თანხას ითხოვენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მისი დაბრუნება სურთ. მოლაპარაკლებები აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ არ მინდა გულშემატყკივრებს უსაფუძვლო იმედი მივცე, პირადად მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თავად ფეხბურთელი არაა წინააღმდეგი, რომ ჩვენთან დარჩეს, მაგრამ ვერც იმას დავიჩიმებ, რომ "იუვეს" გარდა არაფრის გაგონება არ სურს".

მაროტამ პირლოს შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გაიკვირვა კიდეც, ამის შესახებ არაფერი მსმენიაო - თუმცა, "გაძეტა დელო სპორტი' თავისას აწვება: პირლო "ბიანკონერის" ინტერესის" სფეროშია. ამასობაში, "მილანიც" იწყებს საზაფხულო ტრანსფერებისთვის მზადებას და პირველმა გვარმაც გაიჟღერა, რომელსაც "როსონერიში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. საუბარია "ბარსელონას" ბრაზილიელ მცველ მაქვსელზე, რომელიც ბოლო დროს ვეღარ ხვდება კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში. პეპ გვარდიოლა ადრიანოზე აკეთებს აქცენტს, ექს-ინტერისტა კი ოფსაიდშია. გამომდინარე აქედან, დიდია შანსი, მაქვსელი "როსონერიში" გადაბარგებით დაინტერესდეს და მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობა განაცხადოს. ბრაზილიელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და თუ საჭირო გახდა, ცენტრშიც დადგება - ასე რომ, მის მიმართ მილანელთა ინტერესი სრულიად ბუნებრივია.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...