ფელიქს მაგათის ოფიციალურად გაშვებიდან ზუსტად ერთ დღეში გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი მწვრთნელი დანიშნეს
ფელიქს მაგათის ოფიციალურად გაშვებიდან ზუსტად ერთ დღეში "შალკეს" ხელმძღვანელებმა ახალი მწვრთნელი დანიშნეს: გელზენკირხენულ კლუბს რალფ რანგნიკი მიხედავს - 52 წლის სპეციალისტი, რომელიც გელზენკირხენულ კლუბს ერთხელ უკვე წვრთნიდა.

რანგნიკმა "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტთან მოლაპარაკებები გუშინ გამართა, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელების პირობებს დათანხმდა და სამწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ეს ამბავი მოგვიანებით თვითონ ჰელდტმა დაადასტურა: "რალფი ჩვენთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებს და "შალკეს" 2014 წლამდე უთავკაცებს. იგი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ფელიქს მაგათის ასისტენტი ზეპო აიხკორნი შეასრულებს."

ამრიგად, "პროფესორი რალფი", რომელსაც ეს მეტსახელი იმის გამო შეარქვეს, რომ პირდაპირ ეთერში გუნდების ტაქტიკურ მონახაზებს დაფაზე აანალიზებდა, ბუნდესლიგაში და "შალკეში" ბრუნდება. რანგნიკი ბოლოს "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა და ეს გუნდი რეგიონალლიგიდან ელიტაში გადაიყვანა.

რალფმა "ჰოფე" პირველ იანვარს დატოვა - იმის გამო, რომ მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გუნდის მფლობელმა დიტმარ ჰოპმა ნახევარმცველი ლუის გუსტავო "ბაიერნს" მიჰყიდა. "შალკეში" კი რანგნიკი 2004-დან 2005 წლის დეკემბრამდე მუშაობდა, საიდანაც ანდრეას მიულერმა გააგდო - კაცმა, რომელიც მაშინ გუნდის მენეჯერი იყო, დღეს კი "შალკეში" აღარ მუშაობს (მიულერი შარშან დაითხოვეს).

რანგნიკს კი "შალკე" დღემდე ძალიან უყვარს. ყველას გვახსოვს მისი სიტყვები: როცა გუნდიდან მიდიოდა, თქვა, ეს არის ყველაზე მაგარი კლუბი, სადაც კი ოდესმე მიმუშავიაო.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა