გიორგი ჩოჩიშვილი: მითხრეს, რომ შვიდი უცხოური კლუბი დაინტერესდა
"შევარდენი 1906-ში" მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია. ეროვნული ლიგა 3-ის ბინადარი ერთდროულად ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა.

გიორგი კახელიშვილი ქობულეთის "შუქურაში" წავიდა, ალექსანდრე გოგობერიშვილი - "ნორჩი დინამოში", გიორგი შუბითიძე - "ცხუმში", ნიკა მაისურაძე "ცხინვალში" დაბრუნდა, ხოლო გიორგი ბიბილეიშვილი დუშეთის "არაგვში" ჩაირიცხა.

რაც შეეხება შევსებას, თბილისურ კლუბს 5 ახალწვეული ჰყავს: ცენტრალური ნახევარმცველი გიგა ჩიკვაიძე "რუსთავიდან" დაიმატეს, "ლიახვიდან" არიან თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი და მარცხენა მცველი მიხეილ კობერიძე, ლანჩუთის "გურიადან" - შემტევი ნახევარმცველი სოსო მალანია, ხოლო რუსეთის კლუბ "ბარვიხადან" - ფლანგის შემტევი იოსიფ შალოლაშვილი.

გიორგი ჩოჩიშვილის ამბავი საგანგებოდ, ბოლოსთვის შემოვინახეთ. 19 წლის მეკარეს "შევარდენთან" იჯარა დაუსრულდა, ხოლო "საბურთალოსთან" - კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ჩოჩიშვილი საქართველოში შაბათს დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახლდათ და ჩვენი ნაკრების კარში შეუცვლელად იდგა. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სამართლიანად დაიმსახურა სპეციალისტების, სელექციონერებისა და გულშემატკივრების მოწონება.

სად არის ამჟამად ჩოჩიშვილი და რომელ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას? მისი მომავლით დავინტერესდით და დავუკავშირდით, სიახლე კი ისეთი გვითხრა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო...

- როგორც ვიცით, "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაგისრულდა და თავისუფალი აგენტი გახდი. სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ უცხოეთში მიწვევენ.

- უცხოეთში? რომელ კლუბებზეა ლაპარაკი?

- შვიდი უცხოური კლუბი დაინტერესდა. კვირის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა და იმედი მაქვს, ამ შვიდიდან ერთ-ერთთან კონტრაქტს გავაფორმებ.

- უკვე ასე სერიოზულადაა საქმე?!

- მე არ ვამბობ, რომ უკვე ევროპაში ვარ, მაგრამ ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მეუბნებიან, რომ არის კონკრეტული მიწვევები ძლიერი ლიგებიდან.

- არ შეგიძლია, დააკონკრეტო, რომელია ეს "ძლიერი ლიგა"?

- ლაპარაკია ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის კლუბებზე.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელი კლუბები გიწვევენ?

- მითხრეს, რომ ინგლისში "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა, გერმანიაში - დიუსელდორფის "ფორტუნა", ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი - "სარაგოსა"... ველოდები ზუსტ პასუხს...

- ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები, მათ შორის - "მანჩეტერ სიტი", ამ პერიოდში გამოჩნდა?

- მე როგორც ვიცი, ასეა. სელექციონერები მამაჩემს ელაპარაკნენ.

- სამი წლის წინ გიორგი ლორიას ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდი იწვევდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვეს, რადგან ფიფას რეიტინგში 70-ე საფეხურზე ქვევით მყოფი ქვეყნის ფეხბურთელზე შრომის ვიზას არ გასცემენ...

- ამით ჩვენც დავინტერესდით და გვითხრეს, რომ ინგლისელებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებზე განსხვავებული მიდგომები აქვთ.

- ანუ?

- თუ მოთამაშე ახალგაზრდაა და საკუთარი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს, შესაძლოა, მისი პერსპექტივის გათვალისწინებით თამაშის უფლება დართონ და ეს ხელს არ შეგვიშლისო...

- ამ მიწვევებიდან უფრო რეალური და სასურველი რომელია?

- სასურველი ისაა, რომელიც ყველაზე მეტად დაინტერესდება. ჩემთვის ეს არის მთავარი ფაქტორი.

- ყველა დაინტერესებული კლუბი კონტრაქტს გთავაზობს თუ გასინჯვაზე გიწვევს?

- როგორც მე ვიცი, პირდაპირ კონტრაქტზეა ლაპარაკი.

- საქართველოში დარჩენას გამორიცხავ?

- გავიგე, რომ თბილისის "დინამო" დაინტერესდა. მაგრამ ხომ გეუბნებით, ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MISHO MISHO
მიდი და ერთ დღესაც კი წახვალ შენ ლა ლიგაში ისეთი ხარ :)
argo
ra girs erti komentari gadagixdit , nu mblokavt
argo
დადეტ კომენტარი ნუ ბლოკავტ

შევარდის და საბურთალოს შემდეგ სიტი წლის ანეკდოტია
gela
სიტი ეპატიჟება და..... მოვიფიქრებო (?), სარაგოსაში მე 3 მეკარედ არ გაწყობს? კი გაწყობს მარააა? სადაა. ვის აბოლებთ ტოო? გუარდიოლას ტურეს და ჰარტის დონის "იგროკებისთვის" არ დაუწყია ლაი-ლაი და გაუშვა, ახლა იმ ჭკუაზეა ყველაზე არასაფეხბურთო (ერთ-ერთი) ქვეყნიდან დაიწყოს "კადრების მოზიდვა", მაა ბიჯო ზუსტათააა??
g.v.g.
beso-ს ! შენ არ იცოდი ალბათ, თორემ ჰარტი კი არ გაუშვეს გააგდეს, მა "ზაპასში" ხო არ დასვამენ ბიჭსაა? ამაზეა ნათქვამი, წადი რა ტოლი ნახეოო, თქვენ კიდევ შეეშვით ხალხის დაბოლებას ( საიტს მივმართავ)
g.v.g.
თქვენი აბაზიანი საიტი ბევრს აპიარებს, მაგრამ როგორც მახსოვს რეალში, ბარსელონაში და კიდევ იმ გუნდში (რა ქვია იმაას?)...არავინაა, რა "სიტი" შვილოსა? დინამო თუ მართლა გიხმობს მიდი და ივარჯიშე, აქ იქნები და 2 კაპეიკაც გექნება..........
ლუკა
არაფერია საღადაო. მანჩესტერ სიტისაც ყავს ასაკობრივი გუნდები და იქ ათამაშებენ.
რა დინამო წადი შვილო სანამ გეძახიან წადი
დინამოში უცეებ გამოგიძებნიან შემცვლელს
ika
19 წლის მეკარეს "შევარდენთან" იჯარა დაუსრულდა, ხოლო "საბურთალოსთან" - კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.:D:D:D:D ჰეჰეჰჰე:D:D: დაჟე შევარდენსაც არ უნდოდა :D:D:D:D: რა მანჩესტერ სიტი შეჩემისავ :D:D:D:D ხო გვარდიოლა ვენებს იჭრის ამაზე :D:D:D
rexeli
მოსაწონი ბიჭია მაგრამ ის ეხლა რომ წავიდეს მანჩესტერ სიტიში იმას მთავარ გუნდში არავინ ათამაშებს დაჯდება სკამზე დაიმის საქმე წასულია აი თბილისის დინამოში რომ იყოს 2-3წელი თან თვითონ გაიზრდება თან ჩვენი ჩემპიონატი გაძლიერდებამერე რომ წავა მოხვდება ძირითადში
სამო
ასე გადადიოდა ლორიახ ბარსაში და რეალში აჰაჰჰა და ბოლო აღმოჩნდა ღრუსეთის გუნდში ლოლ
დათო
ძალიან მომეწონა ეს ბიჭი. ჩემი აზრით ძალიან მიზანდასახულია, მონდომებული და მებრძოლი. დარწმუნებული ვარ თუ ის კვლავაც მოინდომებს, მისი სახით ნაკრებს კარგი მეკარე იყოლება. წარმატებები!!!
ვაა
სიტი და ფორტუნა-ო?! ამან კიდევ თბილისის "დინამო" დაინტერესდაო. ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა! ანეკდოტი რომაა კახელზე და მეგრელზე. "ხაშლამა სჯობია"-ო კახელმა თქვა! მეგრელმა "არა ღომიო"! "ამან ხომ დაა...ვა სუფრაზეო"!"დინამო"-ოო ჰაჰაჰაჰაჰა!

da vitom ratom ar unda ikos martali?!
rezi
ვითომ მართალია?
rezi
ვითომ მართალია?
beso
იმიტომ გაუშვეს ჯო ჰარტი ? :)
დათა
კაი ბიჭია, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა!! თუ მართლაც მოხდა ასეთი კარგი ამბავი და წაიყვანა სიტიმ, მაღალი კლასის ფეხბურთელს გამოიყვანს გიორგისგან... ახლა მთავარია ვინმე გარეწარმა (თუნდაც გარეწრებმა), ხელის მოთბობის,ახალი მანქანის შეძენის, სადმე კუნძულზე განმარტოვების ( მამაპაპურად რომ დაისვენოს) მიზნით,არ გაუფუჭონ და აურიონ საქმე ამ ახალგაზრდას!წარმატებები გიოს!!!
euhhh
mowmendil caze mexis gavardna,wvimas ar moaswavebs,wvimisgareshe ki gruxunia mxolod da xmauri.amshemtxvevashic aseiqneba albat(GMERTMAQNAS ZALIANVCDEBODE)WARMATEBEBI YVELA QARTVELS
ვითარება შეიცვალა - მამარდაშვილს, სავარაუდოდ, "ლივერპულში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ეს უკვე სხვა საქმეა - დავითაშვილი შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს - ფასიც სახელდება
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება? - მოურინიოს "რეალში" "სპორტინგის" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ქვეყანაში ებოლას ვირუსის აფეთქებაა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მუნდიალზე მაინც დაუშვებენ
"რეალის" დატოვების შემთხვევაში, ვინისიუსის დამატების მთავარი ფავორიტი ცნობილია
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
"სარაგოსაში" სინჯებზე წასული გიორგი ჩოჩიშვილი ფოთის "კოლხეთში" გადავიდა
"თელავი" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] "არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა - მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ჩოჩიშვილი: შევეცდებით "ლოკომოტივთან" გამარჯვება მოვიპოვოთ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
eldesmarque.com: "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
გიორგი ჩოჩიშვილი "დილას" ღირსებას დაიცავს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა