სასიამოვნო ამბები მოვიდა ლიუბლიანადან: "ოლიმპიამ" სერბული "რადნიჩკი" 92:65 დაამარცხა, ვლადიმერ ბოისამ 11 ქულა ჩააგდო
სასიამოვნო ამბები მოვიდა ლიუბლიანადან: "ოლიმპიამ" სერბული "რადნიჩკი" 92:65 დაამარცხა, ვლადიმერ ბოისამ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი შერმადინმა 7 ქულას ამდენივე მოხსნა მიამატა. ამ გამარჯვებით "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგის რეგულარული ეტაპი II ადგილზე დაასრულა. სლოვენიელებმა 26-დან 17 მატჩი მოიგეს და ერთი გამარჯვებით ჩამორჩნენ სერბეთის "პარტიზანს".

ფინალური ოთხეულის მატჩები "ოლიმპიას" "შტოჟიცეს" არენაზე გაიმართება. 19 აპრილს ნახევარფინალში "ოლიმპია" თანამემამულე კრკა-ს დაუპირისპირდება, "პარტიზანი" - ჩერნოგორიის ბუდუჩნოსტს. ფინალი 21 აპრილს გაიმართება.

"რადნიჩკისთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ტრავმის მოშუშების შემდეგ ვლადიმერ ბოისამ პირველად გადალახა 10-ქულიანი ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ფორმაში შედის. ვოვამ 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიამატა.

ბოისას დარად გიორგი შერმადინიც "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში იყო. გიორგიმ 7-7 ქულა-მოხსნა, 2-2 პასი-დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს