"მერანის" მეოთხე ლეგიონერი იქნება რუმინელი ნახევარმცველი ნუცუ არდელიანი
მარტვილის "მერანმა" წყალტუბოში, "სამგურალთან" გამართული ამხანაგური შეხვედრით მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა.

სანამ უშუალოდ ამ მატჩზე ვიტყოდეთ, მანამდე ერთ სიახლეზე ვთქვათ - ბენჟამინ ტეიდის, სერგეი ტრეტიაკისა და რაფაელ ჩუკურას შემდეგ, "მერანის" მეოთხე ლეგიონერი იქნება რუმინელი ნახევარმცველი ნუცუ არდელიანი.

უკრაინის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ფეხბურთელი მარტვილში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

წყალტუბოელებთან შეხვედრას რაც შეეხება, მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ რევაზ ბარაბაძეს, ლაშა ჩალაძესა და შოთა ჯიქიას. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 59-ე წუთზე ანგარიში ექს-მერანელმა დავით ციცხვაიამ გახსნა. მეორე ნახევარში მარტვილელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ 77-ე წუთზე გაეპარათ კონტრიერიში, რომელიც გოლით დასრულდა - შეცვლაზე შესულმა ლევან ლიპარტელიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

"სამგურალი": კუპატაძე, ნერგაძე, კილაძე, კაკუშაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, ჩიხლაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, გოგუაძე, ჩხეტიანი; შეცვლაზე: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, ფანცხავა, ლიპარტელიანი, ჩავჩიძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე, ციცხვაია.

"მერანი": კულუა, ორბელაძე, მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, რაფაელი, რუხაძე, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი; შეცვლაზე: მამალაძე, გეგია, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ისმაილი, არდელიანი, ფაცაცია.

ეროვნული ლიგა 2 ხვალ, 21 ივლისს განახლდება. "მერანი" მარტვილში "გაგრას" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები