24 წლის ნახევარმცველმა საბა თავაძემ ირანის უმაღლესი ლიგის ბინადარ თეირანის "ნაფტთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
24 წლის ნახევარმცველმა საბა თავაძემ ირანის უმაღლესი ლიგის ბინადარ თეირანის "ნაფტთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ კლუბმა ირანის ბოლო ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელია ირანული ფეხბურთის ლეგენდა - ალი ქარიმი.

ქარიმის სხვადასხვა დროს "ბაიერნსა" და "შალკეში" უთამაშია. რაც შეეხება გუნდის კონტინგენტს, "ნაფტი" ირანელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თავაძე კლუბის ერთადერთი ლეგიონერი იქნება. ეს მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის.

თავაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია უკრაინულ "გორნიაკში", "მეშახტეში", "საპოვნელაში", "შევარდენსა" და თბილისის "დინამოში".

თბილისის "დინამო" ვახსენეთ და, ამ კლუბთან კონტრაქტი მან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. მანამდე კი საუკეთესო კუთხით წამოაჩინა თავი თბილისის "შევარდენში". საბა "ლელოსთან" ამბობს:

"ბედნიერი ვარ ახალ გუნდში გადასვლით. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ვეცდები, გავამართლო დიდი ნდობა და ამისთვის თავს არ დავზოგავ".

თავაძე ირანის უმაღლეს ლიგაში ერთადერთი ქართველი არ იქნება. იქ თამაშობს 24 წლის ნახევარმცველი კახა კაკაშვილიც. ცოტა ხნის წინ ამ უკანასკნელმა კლუბი შეიცვალა - ლიგიდან გავარდნილი "მეშინ საზიდან" გაცილებით ამბიციურ "ფულადში" გადავიდა. სხვადასხვა დროს, კაკაშვილს "ცხინვალში", რუსთავის "მეტალურგსა" და "ჩიხურაში" უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
თბილისის "დინამომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ერთი კი გაუშვა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მეორე ლიგიდან "დინამომდე" - თბილისელები "შევარდენი 1906"- ის ფეხბურთელს იმატებენ
ერთი ტრანსფერის ისტორია: ვინ არის "დინამოს" ახალწვეული საბა თავაძე?
ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: ეგზოტიკური ირანის ჩემპიონატი
გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები