შარშანდელი ფინალის გამეორება "ქარის თასის" გათამაშების მესამე ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. პრეტორიაში, "ლოფტუს ვერსფილდზე" "ბლუ ბულზი" ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" დაუპირისპირდება...

შარშანდელი ფინალის გამეორება "ქარის თასის" გათამაშების მესამე ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. პრეტორიაში, "ლოფტუს ვერსფილდზე" "ბლუ ბულზი" ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" დაუპირისპირდება. გათამაშების ლიდერი "ვესტერნ პროვანსი" კი "ლეოპარდებს" სტუმრობს.

"ნატალ შარქსი" დურბანში ერთ-ერთ აუტსაიდერს, "პუმასს" მასპინძლობს და საპრემიო ქულის აღებას შეეცდება. დურბანელთა კაპიტანი, "ბოკეს" ყოფილი წევრი სტივენ ტერბლანხი ქარის თასზე საიუბილეო, მე-100 შეხვედრას გამართავს.

პრეტორიაში "ჩიტაზი" შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღებას შეეცდება. თუმცა ეს არც ისე იოლი საქმე იქნება, რადგან "ბლუ ბულზს" ორი წელიწადია, საკუთარ მოედანზე არ წაუგია. პრეტორიელების შემადგენლობა შარშანდელი ფინალისგან განსხვავებით რადიკალურად შეცვლილია. მოთამაშეთა დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ნაწილს კი ტრავმები აწუხებს.

მიუხედავად ამისა, "ბლუ ბულზის" მწვრთნელი ფრენსის ლუდეკი იმედიანადაა: "მთავარია, ბიჭებმა ის განწყობა შეინარჩუნონ, რაც მათ წინა ტურში "ნატალ შარქსთან" მოგებისას ჰქონდათ" - თქვა მან.

სავარაუდოდ, ისევ დაუმარცხებელი იქნება "ვესტერნ პროვანსი", რომელიც სტუმრად თამაშობს აუტსაიდერ "ლეოპარდთან". დასავლეთელებს, ვფიქრობთ, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ "ლეოპარდებს" მეტოქე არასდროს დაუმარცხებიათ.

ქარის თასი

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი - 8 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 7, 3. ბლუ ბულზი - 6, 4. გრიკასი - 6, 5. ლაიონზი - 5, 6. ჩიტაზი - 5, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა