მორატას ტრანსფერიდან თანხები "ატლეტიკოსა" და "ხეტაფესაც" შეხვდებათ
ალვარო მორატა "რეალის" კალიფორნიული შეკრებიდან ინგლისში ჩავიდა, ლონდონში ის მეუღლესთან, ალის კამპელიოსთან ერთად გამოცხადდა. 24 წლის ფორვარდი სულ მალე გააფორმებს კონტრაქტს "ჩელსისთან", იგი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის "ლურჯების" შემადგენლობაში.

ეს ტრანსფერი "ჩელსისთვის" სარეკორდოა. ასევე, მორატა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი ისტორიაში. მორატასთან ერთად იმყოფება მისი აგენტი ხუანმა ლოპესიც.

"ყველაზე მთავარია, რომ მე აქ ვარ და მზად ვარ "ჩელსისთვის" ვითამაშო. პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. რა თქმა უნდა, დავეკითხე ასპილიკუეტას და მან მითხრა, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია.

"სტემფორდ ბრიჯზე" მორატა 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის კვირაში 155 ათას გირვანქას მიიღებს. მიხარია, რომ "ჩელსიში" ვითამაშებ, კლუბში, რომელსაც ყოველთვის ვუნდოდი. მადრიდულ კარიერაზე გული არ მწყდება, "რეალში" 4 ტიტული მოვიგე. მაგრამ მე მინდა, მოვუმატო, როგორც ფეხბურთელმა, რაც "რეალში" დარჩენის შემთხვევაში არ გამომივიდოდა. ანტონიო კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მიხარია, რომ მასთან მუშაობა მომიწევს. რამდენად ახლოს ვიყავი "იუნაიტედში" გადასვლაზე? არ ვიცი, მთავარია, რომ ახლა "ჩელსიში" ვარ. როგორც იქნა", - განაცხადა მორატამ.

მორატას ტრანსფერით მხოლოდ "რეალი" არ იხეირებს ფინანსურად, თავიანთი წილი შეხვდებათ "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს". "ატლეტიკოს" აკადემიაში მორატამ 4 სრული კურსი გაიარა, ამიტომ ფიფას წესებით, ეს კლუბი ტრანსფერის თანხიდან 800 ათას ევროს მიიღებს, ხოლო "ხეტაფე" ერთი კურსის საფასურს მიიღებს - 200 ათას ევროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები