ჯერჯერობით, ყველაზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ბათუმის "დინამომ" მიიღო...
ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ცვლილება ყველა გუნდში მოხდა, ფინანსურად ზოგი უკეთ არის, ზოგი - უარესად.

დავინტერესდით, ვინ რა თანხა მიიღო სეზონის დაწყების შემდეგ.

ეს ინტერესი იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სახელმწიფო კლუბებს შეპირებული დაფინანსების ნაწილი არ დაურიცხეს და კერძოებს გადასცეს.

დავინტერესდით და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გაზეთის მოთხოვნის საფუძველზე პირველ 6 თვეში დახარჯული მონაცემები მოგვაწოდეს. ქვემოთ მოყვანილი ციფრები საპირისპიროს მეტყველებს - ჯერჯერობით, ყველაზე მეტი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ბათუმის "დინამომ" მიიღო...

მთლიანი ხარჯი

კლუბი თანხა

დინამო ბთ 1,000,000

ტორპედო 866,267

დინამო თბ 520,000

დილა 440,000

საბურთალო 640,000

სამტრედია 662,954

ჩიხურა 600,000

ლოკომოტივი 520,000

შუქურა 460,065

კოლხეთი 459,063

რატომ არის გუნდებისთვის დარიცხულ თანხებში განსხვავება? როგორც განგვიმარტეს, ყველას ფული მოთხოვნის მიხედვით ჩაერიცხა. თავიდან ყველაზე 100-100 ათასი ლარი გაიცა, შემდეგ კი ყოველ თვეში - 80-80 ათასი. მაგრამ ზოგიერთმა მეტი იმიტომ მიიღო, რომ ევროპის ლიგაზე მონაწილეობის გამო, ოქტომბერ-ნოემბერში უეფასგან ფინანსები დაერიცხებათ და ფონდმა წინასწარ მისცა, რათა ტრანსპორტირებაში, მომზადებასა და დაკომპლექტებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

აღმოჩნდა, რომ საჭიროების მიხედვით, წინასწარ ასე ერთი კვარტლის თანხის გაცემაა შესაძლებელი, ოღონდ, მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სახელფასო ფონდი

ყველაზე დიდი სახსრები შრომის ანაზღაურებაზე ბათუმის "დინამოში" დაიხარჯა, ყველაზე ნაკლები - ფოთის "კოლხეთში", რომელმაც ამის მიუხედავად, მაინც ყველაზე ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა მოახერხა.

კლუბი თანხა

დინამო ბთ 765,875

ტორპედო 615,500

საბურთალო 582,954

დინამო თბ 445,000

ჩიხურა 440,000

დილა 415,833

სამტრედია 378,986

ლოკომოტივი 348,977

შუქურა 333,125

კოლხეთი 286,430

მივლინებები ქვეყნის შიგნით

აქ ფოთელები ლიდერობენ, რადგან სახლში ვერ თამაშობენ და ფაქტობრივად, სულ მოგზაურობაში არიან. საერთოდ, ამ კუთხით შავიზღვისპირელთა ხარჯები დიდია და მონაცემები ლოგიკურია.

ქვეყნის შიგნით მივლინებებში თბილისის "დინამოს", გორის "დილასა" და საჩხერეს "ჩიხურას" ფონდის სახსრები არ დაუხარჯავს. თბილისის "ლოკომოტივის" გამოყენებული 164 ლარიც სიმბოლურია.

ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, მივლინების ხარჯს ყველა გუნდი არ ითხოვს თუ რას მივაწეროთ ორი გუნდის გრაფაში სიცარიელე? ზოგიერთ კლუბს სხვა შემოსავალი გააჩნია და საკუთარი სახსრებით მგზავრობს.

კლუბი თანხა

კოლხეთი 49,402

დინამო ბთ 33,970

შუქურა 26,540

საბურთალო 13,503

ტორპედო 6,000

სამტრედია 5,000

ლოკომოტივი 0,164

მივლინება ქვეყნის გარეთ

კლუბი თანხა

ჩიხურა 160,000

ტორპედო 104,931

დინამო თბ 75,000

დინამო ბთ 54,459

ლოკომოტივი 52,697

საბურთალო 45,929

სამტრედია 40,000

კოლხეთი 1,562

ეს ხარჯი მხოლოდ გორის "დილასა" და ქობულეთის "შუქურას" არ ჰქონია.

ოფისის ხარჯები

ამ მონაცემებში "საბურთალო" ლიდერობს. ლიგის კლუბების ნახევარი ამ ხარჯს არ გასცემს.

კლუბი თანხა

საბურთალო 42,010.44

ლოკომოტივი 5,223.50

ტორპედო 4,900.00

კოლხეთი 2,515.28

დინამო ბთ 1,282.00

კვების ხარჯი

ყველაზე "პურიმჭამელი" გუნდი "კოლხეთია", რომელიც სულ გზაშია და მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება. აქ ხარჯები მხოლოდ ოთხმა კლუბმა გაიღო.

კლუბი თანხა

კოლხეთი 32,780.00

დინამო ბთ 26,838.00

ტორპედო 23,500.00

სამტრედია 18,000.00

აქაც იგივე კითხვა ჩნდება, რაც ქვეყნის შიგნით მივლინებების შემთხვევაში, რატომ არ აქვს ყველას კვების ხარჯები და აქაც ანალოგიურია - ამას ყველა გუნდი არ ითხოვს და ხარჯს სახსრებიდან ხარჯავს.

ცხადია, დავინტერესდით, აქვს თუ არა რომელიმე კლუბს მოთამაშეთა და პერსონალის დავალიანება და აღმოჩნდა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი რამ მასობრივად არ მომხდარა. გამონაკლისი ბათუმის "დინამოა", რომელიც სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სპონსორული შემოსავლებიდან გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოტე
მინდორზე სიარულში ამდენს იღებენ და კიდევ არ უნდათ ოფლის გამოდენა.
დათო
ამათზე ამბობენ დაბალი ხელფასები ააქვთო. ვითხოვ ანუ მოვითხოვ ნუ მიცემთ ბიუჯეტიდან მათ თანხებს, მოვივითხოვ იმიტომ რომ მაქვს ამის უფლება, იმ ფულში ხომ ჩემი ფულიც ურევია.
თამაზი
როგორც ალა მღეროდა მილიონ მილიონ მილიონ ალიხ როზ
kote
ბოლო პერიოდში დაფინანსებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი რას ემსახურება, ვერ ვხვდები. ფეხბურთის განვითარება გვინდა? ვინმეს გონია, რომ ეს თანხა ამისთვის საკმარისია? ან რატომ გგონიათ, რომ ფედერაციამ უნდა აკონტროლოს ყველაფერი? ანუ ფედერაციამ უნდა განსაზღვროს ყველა კლუბისთვის, ვინ რაში რამდენი უნდა ხარჯოს? კომუნიზმია? მოვაწყოთ მაშინ ფედერაციის გუნდების სოცშეჯიბრი. ერთ რამეს გეტყვით - მოახდინეთ ყველა კლუბის სასწრაფო განკერძოება! ნუ ელოდებით ვიღაც "ინვესტორებს", რომლებიც ფეხბურთში ფულს მოიტანენ. ეს არის ზღაპარი, რომელსაც ფედერაცია და ჟურნალისტები 27 წელი ყვებიან! მიეცით კლუბებს თანხა ჩემპიონატში მონაწილეობისთვის - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მორჩება ეს ხარჯების "სწორად გაწერის" სოცშეჯიბრი, კერძო მფლობელი თავის თავს არ მოპარავს. პრობლემა სახელმწიფო კლუბებშია და არა ზოგადად ფულის არასწორ გამოყენებაში - ყველა კერძო კლუბს სპორტსკოლებიც აქვს, ხარჯებსაც სწორად ალაგებს და ზოგადად უფრო სწორი მიმართულებით ვითარდება!
dave
გამჭირვალობა უპირველეს ყოვლისა. ამდენი წელი არავის უთქვამს რომელი კლუბი რამდენს ხარჯავდა სახელმიფოს ფულს და ამიტომაც ვართ ამ დღეში, იქნებ უფრო ადრე მოგვეთხოვა მათთვის შედეგი. ზოი წერს გავაპროტესტოთ სტადონზე არ მივიდეთო... პირიქით ე მოგიწოდებთ მივიდეთ და მოვთხოვთ თამაში, სირბილი და ბრძოლა. შეძახილები სანამ თამას არ მოუმატებენ იყოს "ირბინე" "იბრძოლე" "ითამაშე" და ა.შ. იქნებ ას ემაინც მოუმატონ. ჩათვალეთ რომ თითოეული კლუბის აქციონერები ვართ, განა ერთი და ორის არამედ ყველასი. ასე რომ ყველანი სტადიონზე, ჯერ მოსათხოვად და მერე უკვე მხარდასაჭერად :)
ვა
როგორც ჩანს გორის დილა ერთერთი ყველაზე ნაკლებად მხარჯველი გუნდია. კაია.
999
mamulo-ს, რას იზამს? გაიქცევა ქვეყნიდან, რა უნდა ქნას? ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფულის კეთებას
daviti
კარგია,რომ ყველაფერი გამჭირვალეა!ხალხნო ნორმალურად იფიქრეთ..იმიტომ ვრ ვართ მაღალ დონეზე რომ საერთო ჯამში ეს კაპიკებია რადგან ერთი ფეხბურთელი იღებს ამას ევროპაში ფეხბურთელი რასაც ცვენი გუნდები ხარჯავენ წლიურად...
პროფესიონალი
როცა სხვა სახეობებში რომელშიც დიდი ტრადიციებიც გვაქვს და გაცილებით უკეთესი შედეგი ამჟამად უსამართლოა რომ მათ ყველაფერი აკლიათ კიდევ უფრო განვითარებისათვის..ეს კლუბები კი სამოთხეში არიან რა ენაღვლებათ სახელმწიფო ფული
დდ
,ანუ ტიპებს 2000 ლარიც არ უწევთ ხელფასად. ანუ 700 000 რო გავყოთ 30 (30 კაცი ხო უნდა იღებდეს ხელფასს ფეხბურთელიან ტრენერიან დირექტორიან ბუღალტერიანად) ტოლია 23 ათასის წელიწადში. ამას მინუს საშემოსავლო და 1600 ლარია ხელზე საშუალოდ.
mamulo
საიტის რედაქციავ გაიღვიძეთ! სად არის ჩემი ბოლო კომენტარი?გამოაქვეყნეთ.2 კომენტარი დამიბლოკეთ,რატომ? არ მოგწონთ სიმართლე?
შოკირებული გულშემატკივარი
ფოთის კოლხეთს დაეხმარეთ ან გელშემატკივრებს შეგვატყობინეთ და ჩვენ დავეხმარებით რამდენითაც შევძლებთ
avto
როგორ მოახერხა 8-ე ადგილზე მყოფმა ბათუმის დინამომ 1 მილიონი ლარის დახარჯვა 6 თვეში ძაან მაინტერესებს
სიმართლე
სიმართლე მწარეა და ჩვენი საფეხბურთო ელიტა დასაჭერები ხართ.
mamulo
კობიასვილო მერე რას აკეთებ ამ იმფორმაციის შემდეგ????შეცვალე რამე გელოდებით!
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] 5 წლის მერე... ანუ რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?!
"წელს ფონდმა კლუბებს ფულის ხარჯვაში თავისუფლება მისცა, 2017-დან კი ასე აღარ იქნება!"
შესაძლოა, არც შემცირდეს... რას უპირებს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდს?
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს