22-23 ივლისს მინსკი ძიუდოისტთა "ევროპის თასს" უმასპინძლებს ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან ვაჟების გუნდიც გამოვა და ქალებიც

22-23 ივლისს მინსკი ძიუდოისტთა "ევროპის თასს" უმასპინძლებს ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან ვაჟების გუნდიც გამოვა და ქალებიც. ოღონდ ორივე არასრული შემადგენლობით იქნება. ქალებში სულ სამი მონაწილე გვეყოლება - მხოლოდ იმ წონებში, რომლებიც გუნდურ შეჯიბრებაში შერეულ გუნდში მანდილოსნებს ეკუთვნით (57, 70 და +78).

ვაჟებში მონაწილე არ გვეყოლება 60 კილოგრამში, ვინაიდან ამ წონის ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი ლიდერთა იმ ჯგუფშია, ვისაც მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ასვენებს, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ამჯერად ზედა წონაში ცდის ძალებს.

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უცხოეთში პირველად იჭიდავებს ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90).

როგორც ვთქვით, მწვრთნელები ლიდერთა ნაწილს ასვენებენ, თუმცა მინსკში ყველა მათგანი იქნება, რადგან შეჯიბრების შემდეგ ერთობლივი შეკრება იმართება და მასში მიიღებენ მონაწილეობას.

ჩვენებისთვის ესაა სასტარტო შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლო კვირაში ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა ვაჟების და ცირეკიძისთვის შესარჩევიცაა, რადგან სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებით უნდა შეარჩიონ მსოფლიოზე წასაყვანი ბოლო მონაწილე, მწვრთნელმა კი არჩევანი სამ სპორტსმენს შორის უნდა გააკეთოს. ესენია ლაშა გიუნაშვილი (66), უშანგი მარგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 90).

ხვალ, 22 ივლისს ვაჟებიდან იჭიდავებენ 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები. 81, 90, 100 და მძიმე წონის ვაჟები, აგრეთვე - 70, 78 და მძიმე წონის ქალები მინსკის ტატამზე კვირას გავლენ.

ვაჟები

66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

73 კგ. ფრიდონ გიგანი, ბექა შავდათუაშვილი

81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი

90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი

100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები

57 კგ. მარიამ ჯანაშვილი

70 კგ. ნინო ოძელაშვილი

+78 კგ. ელენე ქებაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
ჯერ გამაგებინეთ სად ვუყურო და კომენტარი შემდეგ
kkk
https://www.youtube.com/watch?v=knEuY4m2-PM
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზის გრანდ სლემი: ქართველების 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..