მსოფლიოს ჩემპიონატის ერთეულთა პაექრობებს ოთხი ქართველი შემორჩა
გერმანულ ლაიფციგში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს 20 ივლისს სამი დისციპლინის წარმომადგენლებმა მოსინჯეს ძალები.

ვაჟთა რაპირაში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა 23-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე.

ჯგუფში მან ხუთიდან მხოლოდ ორ მეტოქეს აჯობა - ლატვიელ ლუკას ტეტერისსა (5:4) და მექსიკელ ხოსე ალბერტო პელიტიერს (5:3), სამ მეტოქესთან კი ვერაფერს გახდა. სამაგიეროდ, პლეი ოფში ჯერ სინგაპურელ კევინ ჩანს მოუგო - 15:12, შემდეგ იასერ მოჰამადის (საერთაშორისო ფედერაცია) ჩამოიშორა გზიდან - 15:9 და 64 საუკეთესოში დაიმკვიდრა ადგილი.

მოხმალავე ქალთა პაექრობაში ჩვენი სამი წარმომადგენელი ჩაება. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი საუკეთესო 64-ეულში ვერ მოხვდა: 2017 წლის ევროპის ჩემპიონმა თეოდორა კახიანმა ჯგუფში სამ მეტოქეს სძლია - ყაზახ ტატიანა პრიხოდკოს (5:2), აზერბაიჯანელ სევინჯ ბუნიატოვას (5:2) და ჩინელ ქსიაო იიას (5:2), ხოლო ამდენივე პაექრობა დათმო ჰონკონგელ ფეი ჩანთან (2:5), თურქეთის სახელით მოასპარეზე ირინა შჩუკლასა (2:5) და რუს ანა ბაშტასთან (4:5). 64-ში შესასვლელი დაძაბული პაექრობა ერთი ჩხვლეტით წააგო მექსიკელ ნატალია ბოტელოსთან - 14:15 და 69-ე ადგილი დაიკავა.

ჯგუფში სამი მეტოქე დაჯაბნა ლიკა ჯიჯეიშვილმაც - ჰენი იანი (ჩინეთი, 5:4), მაიბერ დე ლა კრუსი (დომინიკის რესპუბლიკა, 5:1), მადისონ ტურგუდი (კანადა, 5:2), სამ მეტოქესთან ვერას გახდა, თუმცა პლეი ოფში მაინც გავიდა, როგორც დარია ანტონოვა, რომელმაც მხოლოდ პატრისია კონტრერასი (ვენესუელა, 5:2) და ტონპან პოკეავი (ტაივანი, 5:1) დაჯაბნა, თავად კი სამჯერ დატოვა დამარცხებულმა საფარიკაო ბილიკები. პლეი

ოფში ჯიჯეიშვილს (საბოლოოდ 71-ე ადგილი) მარტინა კომისარჩიკმა (პოლონეთი, 15:8), დარია ანტონოვას კი (75-ე) ოლგა ჟოვნიკმა (უკრაინა, 15:4) აჯობა.

დაშნით ფარიკაობაში ვერც მაია გუჩმაზოვამ იყოჩაღა - ჯგუფში მხოლოდ ორ მეტოქეს მოუგო (იამაიკელ კლაუდინ ვილიამსს - 5:3) და ირინა მავრიკიუს (კვიპროსი, 5:3), პლეი ოფში კი გიადის

საკოასთან (კოტდიური) დამარცხდა - 14:15 და 103-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთეულთა პაექრობებს ოთხი ქართველი შემორჩა: რაპირისტი ლუკა ღაღანიძე და მოხმალავეები - მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო და ბექა ბაზაძეები, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
ევროპის ჩემპიონატი: რაპირაში მედლების გარეშე დავრჩით
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო უნივერსიადაზე იასპარეზეს
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
საქართველოს ნაკრები ნეაპოლში 5 მოფარიკავით გაემგზავრა