გია ჭანტურია: იმედია, არბიტრაჟი მალე შეიკრიბება და ფეხბურთელებიც დავრწმუნდებით, რომ ეს ქმედითუნარიანი ორგანოა
ფეხბურთის ფედერაციის შარშანდელ აღმასკომზე, მისი წევრებისა და კლუბების ხელდასხმით, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული არბიტრაჟი დაფუძნდა, 22 დეკემბერს რეგისტრაციაში გატარდა, დამფუძნებელი კი ფეხბურთის ფედერაციაა.

საფეხბურთო არბიტრაჟის აუცილებლობა დრომ მოიტანა. ზოგჯერ ფეხბურთელები და მწვრთნელები, ზოგჯერ (უფრო ხშირადაც) კლუბები საკონტრაქტო ვალდებულებებს არღვევენ და ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომ კონტრაქტი საქართველოში რაღაცას კი ნიშნავს, მაგრამ კანონის ძალა არ აქვს და ამის გამო ხშირად ფარატინა ქაღალდს ემსგავსებოდა.

საფეხბურთო არბიტრაჟი პირველი საქმეების განხილვასაც შეუდგა. პირველ დავას (“გია ჭანტურია-“ზესტაფონი”) მსვლელობა მიეცა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. თუ რატომ, ამის თაობაზე ჯერ გია ჭანტურიას დავეკითხეთ, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული, “ზესტაფონს” კონტრაქტის შეწყვეტისა და 29 ათასი ლარის გამო ედავება:

- სხდომა სამშაბათს დანიშნეს, მაგრამ შაბათისთვის გადადეს. არ ვიცი, რა აბრკოლებს არბიტრაჟის მუშაობას, მაგრამ თუ საკითხები დროულად არ განიხილეს, არა მგონია, მას შემდგომში ვინმემ მიმართოს. საქმე ისაა, რომ სარჩელის შეტანა ფასიანია. მაგალითად, ჩემი საკითხის განსახილველად 700 ლარი შევიტანე და თუ საკითხი არ განიხილეს, თანხის შეტანას რა აზრი ექნება? თუმცა, იმედია, არბიტრაჟი მალე შეიკრიბება და ფეხბურთელებიც დავრწმუნდებით, რომ ეს ქმედითუნარიანი ორგანოა.

საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა ამბობს, რომ სარჩელის განხილვას პროცედურული ნორმების დაცვა სჭირდება. მას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ველაპარაკეთ, რადგან საფეხბურთო არბიტრაჟის დაფუძნებამ ქართულ ფეხბურთში კანონიერების და სამართლიანობის დამყარებას ხელი უნდა შეუწყოს.

- არბიტრაჟის დამფუძნებელ ფეხბურთის ფედერაციასთან რა ურთიერთობა გაკავშირებთ?

- ფედერაცია დამფუძნებელი კი არის, მაგრამ არბიტრაჟი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და ფედერაცია ჩვენს საქმიანობაში ვერ ჩაერევა. არბიტრაჟში სარჩელის შემოტანა შეუძლია ფედერაციის ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც სხვა სუბიექტის მიმართ ქონებრივი პრეტენზია გააჩნია. სხვათა შორის, გადავამოწმეთ და დავაზუსტეთ, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველია, რომელმაც საფეხბურთო არბიტრაჟი დააფუძნა. ეს კი ფედერაციის იურისტის, კესო ჩხიკვაძის დამსახურებაა. ის დროულად მიხვდა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი ორგანო აუცილებელია.

- არბიტრაჟში რამდენი წევრია?

- ექვსი და ყველა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ლიცენზირებული ადვოკატია.

- თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო სამყარო სპეციფიკური სფეროა, სამოქალაქო სამართლისგან საკმაოდ განსხვავდება, სპეციფიკის მცოდნენი კი თითქმის არ მოიძებნება.

- რა თქმა უნდა, არბიტრაჟი საქართველოს იურიდიული სივრციდან გამოსულია და ფიფასა და უეფას კანონმდებლობას ემორჩილება. ჩვენში კი ამ სფეროს სპეციალისტები თითქმის არ არიან. ამდენად, ფაქტობრივად, საქმეს ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ასეც უნდა მომხდარიყო.

- ვიცით, რომ ამჟამად “გია ჭანტურია-“ზესტაფონის” დავას განიხილავთ. კიდევ რა საქმეებზე მუშაობთ?

- თითქმის ანალოგიური დავა აქვს “სამტრედიასთან” მის ყოფილ ფეხბურთელ ვალტერ გუჩუას. თავიდან სარჩელის შემოტანას ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელებიც აპირებდნენ, მათაც ანალოგიური პრობლემა აწუხებდათ, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავეს.

- ყველა ერთი და იმავე პრობლემის გამო ჩივის?

- როგორც ვატყობ, ჩვენი ფეხბურთის მარადიული პრობლემა ფეხბურთელების აუღებელი ხელფასებია. ფედერაციას აქამდე არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა, აღმასკომის თუ სატრანსფერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რომ აღესრულებინა. თუ საკონტრაქტო პირობებს არ ასრულებს, ევროპაში ასეთ ურჩ კლუბებს ლიცენზიას უჩერებენ, ჩვენთან კი თანხის ამოღების მექანიზმი არ არსებობდა. არბიტრაჟი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას შეეცდება და ქმედითუნარიანი ორგანო გახდება. განხილვები დაწყებულია და მალე საქმეებს აქტიური მსვლელობა მიეცემა.

- გია ჭანტურია ამბობს, რომ დავის განხილვა გაიწელა.

- კი არ გაიწელა, კანონს აქვს თავისი ვადები და პროცედურები. ჭანტურია წლებია, დავობს და გვესმის, რომ მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს, მაგრამ პროცედურულ ნორმებს ვერ დავარღვევთ. სარჩელის მიღების შემდეგ კი, თუ ერთ-ერთი მხარე არ თანამშრომლობს, პროცედურების ჩასატარებლად 30 დღე მაინც გვჭირდება.

- “ზესტაფონი” არბიტრაჟთან არ თანამშრომლობს?

- სამწუხაროდ, ჯერ ასეა. ფიფასა და უეფას წესებით, ფედერაციის სუბიექტები მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილონ, საფეხბურთო არბიტრაჟი კი ფედერაციის აღმასკომის წევრთა და კლუბების თანხმობით შეიქმნა. მაგრამ იმედია, ვითარება შეიცვლება.

- შემოსული დავების განხილვა როდის დაიწყება?

- 19 მარტს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება და შემდეგ “ზესტაფონმა” უნდა დაადასტუროს, რომ დავის განხილვის შესახებ უწყება მიიღო. განხილვა ამის შემდეგ დაიწყება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...