თბილისი + საქართველოს რეგიონები = მე-12 მოთამაშეს

საქართველო-ხორვატიის ეროვნული ნაკრებების 26 მარტის მატჩმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ემზადებიან "ქართული სპორტის ქომაგებიც". მათ გუშინ “ვარდების მოედანზე” პრესკონფერენცია გამართეს, რომლის შემდეგაც 2 ჯგუფად (დასავლეთის და აღმოსავლეთის) გაიყვნენ და კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით რეგიონებში გაემგზავრნენ.

დასავლეთის ჯგუფის მარშრუტი ასეთია:

17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-გორი-ბათუმი;

18 მარტი, პარასკევი: ბათუმი-ლანჩხუთი-ფოთი-ზუგდიდი;

19 მარტი, შაბათი: ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია;

20 მარტი, კვირა: ქუთაისი-ზესტაფონი.

აღმოსავლეთის ჯგუფის მარშრუტი:

17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-ბოლნისი-მარნეული;

18 მარტი, პარასკევი: ახმეტა-ყვარელი-თელავი.

მიზანი რაიონებში გულშემატკივართა აქტიურ ჯგუფებთან შეხვედრა, გაერთიანების გეგმების გაცნობა და 26 მარტს 26-ე სექტორიდან ეროვნული ნაკრების ორგანიზებული გულშემატკივრობაა. მატჩზე დასწრება ბევრ ადამიანს სურს, მათ შორის რეგიონებში მაცხოვრებლებსაც, "ქართული სპორტის ქომაგები" კი მათ ორგანიზებულ თანადგომას აპირებენ.

რატომ მაინცდამაინც ეროვნული სტადიონის 26 სექტორი? დაარსების დღიდან, "ქართული სპორტის ქომაგები" სწორედ იქ იკრიბებიან. რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს კი ამ სექტორის 10-ლარიანი ბილეთების დაჯავშნით დაეხმარებიან, საჩუქრად გადასცემენ "ქომაგის" თეთრ მაისურებს, რომელთა დამზადებაშიც ისევ კომპანია "ნატახტარი" ეხმარებათ. ასე თბილისელი და რაიონებიდან ჩამოსული გულშემატკივრები სოლიდურ ძალად გაერთიანდებიან და ნაკრებსაც ომახიანად უქომაგებენ - ძალა ხომ ერთობაშია.

ამას გარდა, "ქართული სპორტის ქომაგები" ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებენ, რათა თამაშის დღეს ქომაგებს გამოუყონ უფასო ავტობუსები და მატჩზე დასწრების მსურველებს თბილისში და უკან ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან.

“მატჩამდე რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსები და ავტომანქანები მცხეთაში შეიკრიბება, საიდანაც თბილისისკენ ტრადიციულ მსვლელობას მოვაწყობთ. საღამოს, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე კი 26-ე სექტორში შევიკრიბებით. ჩვენი მიზანი 26 მარტს ჩვენს სექტორში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრებაა, რომელიც ტრიბუნას “ქომაგების” თეთრი მაისურებით გადაათეთრებს და შექმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელსაც მთელი სტადიონი აყვება”, - გვითხრა "ქართული სპორტის ქომაგთა" ერთ-ერთმა ლიდერმა ამირან ურუშაძემ.

ამირანი
guernika, შეგიძლიათ ამ ნომერზე დამიკავშიდეთ: 855 528733 - ამირან ურუშაძე. ან ჩვენი Facebook-ის გვერდზე მოგვწერე: "ქართული სპორტის ქომაგები".
guernika
როგორ დავუკავშირდეთ "ქართული სპორტის ქომაგებს"? ტელეფონი ან საიტი ხო არ იცით?
MARY
აუ არ იცით ხორვატია რომელ საატზე ჩამოფრინდება??????????
ilia
საღოლ ედემი ჯიგარი ხარ,გაუმარჯოს ჩვენს სამშობლო საქართველოს,უმდა მოვიგოთ
guja_kakhadze
ქეცბაია+ქომაგები=მოგებას
buti-47
მარცვალაძეს თუ ათამაშებს ძირითადში, მოვიგებთ.
buti-47
მარცვალაძეს თუ ათამაშებს ძირითადში, მოვიგებთ.
ედემი
"მობილიზება იწყება გამოდით ყველა სახლიდან, ჩვენი ნაკრების ტრიუმფი იწყება ახლა თავიდან. თან წამოიღეთ დროშები ბევრი საყვირი, ტატამი, ხორვატებს ერთად ვაჭამოთ ქართული ჯიშის ატამი. ერთად ვიყვიროთ სამშობლო ერთურთ ჩავჭიდოთ ხელები, ისე მიყვარხართ ქართველნო სუყველას შემოგევლებით. ჰიმნი ვიმღეროთ ხმამაღლა სისხლმა იჩქეფოს ძარღვებში, წამოიყვანეთ სტადიონზე დები, ძმები და ბავშვები. გოლს რომ გავიტანთ ეს მჯერა ვიგრძნობთ უდიდეს ჟრუანტელს, ჩემი ლამაზი სამშობლო მინდა რომ ყველას უყვარდეს."
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...