ახალკაცი-უმცროსი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკს ეწვია და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას წესდებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით დაეხმარა
ფიფას პრეზიდენტად ჯანი ინფანტინოს არჩევის შემდეგ, ამ ორგანიზაციის მთავარ ოფისში დიდი რეფორმები დაიწყო.

მისი მიზანია, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია გამჭვირვალე გახდეს და ცნობილი სკანდალების შემდეგ ფიფას სახელშელახული იმიჯი რადიკალურად გაუმჯობესდეს.

ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, ორგანიზაციაში გაწევრიანებული ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წესდება ფიფას ანალოგიურ დოკუმენტთან შესაბამისობაში მოვიდეს.

ამ რეფორმის გატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ფიფას წევრ ბევრ ორგანიზაციაში ფორმალური სუბიექტები იყვნენ გაწევრიანებულები, რომელთა დანიშნულებაც არჩევნებში მმართველი ჯგუფის მხარდაჭერა იყო, რეალურად კი არაფერს აკეთებდნენ.

ამ რეფორმის გზას ერთ-ერთი პირველი დაადგა ყირგიზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ახალ წესდებას 2017 წლის სექტემბერში დაამტკიცებს. ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ აზიელებს ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს - ეროვნული ასოციაციების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

ახალკაცი-უმცროსი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკს სწორედ ამ სტატუსით ეწვია და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას წესდებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით დაეხმარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს