საქართველოს ჩემპიონატი XXIX. ეროვნული ლიგა. XIX ტური
მწირმომენტიანი თამაშები იშვიათად გამოდის ხოლმე კარგი სანახავი, მაგრამ ამჯერად სხვანაირად მოხდა.

მართალია, ქარმა თამაშის მიმდინარეობაში თავისი მნიშვნელოვანი და ნეგატიური როლი ითამაშა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი თამაში ვიხილეთ. წარმატების მისაღწევად თავი არცერთ გუნდს არ დაუზოგავს.

ამ თამაშის მთავარი ღირსება გოლები იყო. ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში გრიგოლ დოლიძე ულამაზესი გოლების გატანას დაეჩვია და არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი.

პირველ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო "ტორპედოს" ახალწვეულმა გუგა ფალავანდიშვილმა, ვინც დოლიძეს მშვენიერი პასი გააყოლა. გრიგოლი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში აუღებელი ბურთი "აუჭრა" ლაზარე კუპატაძეს. გოლი ისეთი გამოვიდა, ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეც რომ მოაწერდა ხელს.

მეორე გოლშიც გუნდის ახალწვეულის, ამჯერად ლევან კუტალიას წვლილი იყო, თანაც - სოლიდური. მის მიერ გამომუშავებული საჯარიმო ისევ დოლიძემ შეასრულა - ბურთი "ცოცხალ კედელს" შემოატარა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა დაუბევა.

"საბურთალოს" ბოლომდე ბრძოლა არ შეუწყვეტია და რამდენიმე ნახევარმომენტიც ჰქონდა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გატანა ბოლოსღა შეძლეს, როცა გიორგი კოხრეიძემ გუნდის ლიდერ გიორგი ხარაიშვილს საგოლედ უპასა.

რაც შეეხება "საბურთალოს" ალბანელ ლეგიონერ ნდუე მუეცის, ჯერ მასზე მსჯელობა რთულია. აქვე ვთქვათ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მოისაკლისა - "საბურთალომ" ელვინ ტერა, ხოლო ქუთათურებმა ბექა ტუღუში.

ჩვენი ინფორმაციით, მალე "საბურთალოს" ლაშა იმედაშვილი შეუერთდება. მას ხაბაროვსკის "სკა ენერგიასა" და პენზის "ზენიტში" უთამაშია.

მატჩის სტენოგრამა

23" - გრიგოლ დოლიძის დარტყმას ლაზარე კუპატაძე ადგილზე დახვდა.

28" - 0:1! გუგა ფალავანდიშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ გრიგოლ დოლიძემ ულამაზესი გოლი შეაგდო.

35" - დოლიძის "სტანდარტული" და - 2:0.

42" - როინ კვასხვაძემ შორეული პასი მისცა ვაჟა ტაბატაძეს, რომლის თავური მეკარე კუპატაძემ გაანეიტრალა.

45" - ბექა გვარაძის უაღრესად სახიფათო დარტყმული ოდნავ ასცდა კვასხვაძის კარს.

59" - მარგველაშვილმა თავური დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

70" - გიორგი კოხრეიძემ შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა, რამდენიმე მცველი მოატყუა, მაგრამ ვერ გაიტანა.

72" - გიორგი ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ თორნიკე თარხნიშვილმა დაარტყა, მაგრამ ერთ-ერთმა მცველმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

85" - მუეცის დარტყმულს კვასხვაძე ადგილზე დახვდა.

90" - ხარაიშვილმა კოხრეიძის პასით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ეროვნული ლიგა. XIX ტური

23.07. თბილისი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო-ტორპედო 1:2

0:1 დოლიძე (28), 0:2 დოლიძე (35),ხარაიშვილი (90)

საბურთალო (4-2-2-3): კუპატაძე - იაშვილი (46. ლაკვეხელიანი), მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ჩაბრაძე - თარხნიშვილი, მამუჩაშვილი (73. ქოჩორაშვილი) - გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე - შინდაგორიძე (55. მუეცი).

სათადარიგოები: გოშაძე, ნადარაია, ცნობილაძე, იმნაძე

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (78. კორობკა), ფალავანდიშვილი, გიგაური, კუხიანიძე (66. ბაბუნაშვილი), კუტალია - კაპანაძე (71. კუჭუხიძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, კვირკვია

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: გიგაური (20), ხარაიშვილი (75), კუტალია (78)

არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alaha
ტერჩინიიიი))))
გოგა
ეს იყო ორი საწყალი ქართული გუნდის თამაში.არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ფარერებზე დაბალი დონე ვართ უკვე.ერთმანეთს რო უგებთ ეს არაფეტს არ ნიშნავს.გაიგეთ ხალხო.
nunu gomeshi
"საბურთალო-ტორპედო 1:2 - ერთ რამედ რომ ღირდა...". ალეკო, კარგით რა!!! კარგად გამოჩნდა ევროტირნირებზე თუ რა "ღირს" ქართული ფეხბურთი და მისი ყურება. რა ღირდა ერთ რამედ! ტორპედოს ყურება თუ საბუღთალოსი? თუ ორივესი ერთად? კარგით რა!!!!! ნუ ჩაიკეტბით ნაჭუჭში რა!!!
Irakli apkhaidze
ასეთი სათაური, ევროკრახის მერე ძაან უადგილო და სასაცილოა...
ქუთაისელი
ეხლავე უნდა დავიწყოთ მომვალაი ევროშესარჩევისთვის მომზადება. ძირითადი გუნდი უნდა ჩამოვაყალივოთ ამ შემოდგოისთვის. გავზარდოთ ფიზიკური კონდიციები. დავიბრუნოთ რწმენა და ჩამოვიყალიბოთ გამარჯვებულის ჩვევები.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"