საქართველოს ჩემპიონატი XXIX. ეროვნული ლიგა. XIX ტური
ბათუმელმა გულშემატკივარმა საკუთარ გუნდს უერთგულა. მათთვის მძიმე იყო საკუთარ ქალაქში დაბრუნებული გუნდის ყურება, რომელიც თამაშს ვერ იგებდა. მაგრამ "დინამომ", დიდი ნერვიულობისა და ფსიქოლოგიური სტრესის ფასად, მაინც გაიმარჯვა. თანაც, ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ სტადიონი ამჯერადაც გადატენილი იყო - დიახ, "რაგბი არენა" ბევრ მაყურებელს არ იტევს, მაგრამ ამდენ ქომაგს ბევრგან ვერ ნახავთ.

ალბათ, სწორედ მაყურებლის დამსახურებაა, თამაში სწრაფ ტემპში, საინტერესოდ რომ წარიმართა და არაერთი ლამაზი კომბინაცია და საგოლე მომენტი ვიხილეთ. ტემპთან ერთად იყო დაძაბულობაც და სანახაობრივი ფეხბურთიც.

ფაქტია, ამ სტადიონზე ჯერ უინტერესო თამაში არ ჩატარებულა და მთელი ჩემპიონატი იქ რომ ჩაატარონ, ბევრად უკეთესი ლიგა გვექნება...

თუმცა, ერთ ეპიზოდში სწორედ მაყურებელი გახდა გაძევების მიზეზი. თამაშის ბოლო ნაწილში ვნებებმა იფეთქა. არბიტრმა ორჯერ გამოიყენა წითელი ბარათი: პირველად - უხეშობისთვის, მეორედ კი მაყურებლის შეურაცხყოფისთვის.

იყო სადავო ეპიზოდიც: მაგალითად, 68-ე წუთზე "ლოკომოტივს" პრეტენზია ჰქონდა, რომ საჯარიმოში შეჭრილი მათი მოთამაშის წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო.

მიუხედავად წაგებისა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ლოკომოტივში" დაბრუნებულმა გიორგი გოროზიამ, რომელიც ნორვეგიაში აშკარად გაზრდილა. ის თამაშს ამწვავებდა და "სტანდარტულებს" სახიფათოდ ასრულებდა.

ბათუმელებმა კი საკუთარ მოედანზე მოგება გაიხსენეს და ხალხს ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს, ისევე, როგორც სტუმრებმა - ამისთვის, ორივე გუნდს ქებას იმსახურებს.

მატჩის სტენოგრამა

12" - ბათუმელთა შესანიშნავი იერიში: თევდორაძემ ფლანგზე იაროსლავ კვასოვი შენიშნა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩოგაძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარემ უჩვეულო ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ელგუჯა გრიგალაშვილმა მცველს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა - 1:0.

31" - სუხიაშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და მოულოდნელად მძლავრად დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

36" - ჩიტეიშვილი მცველს გასცდა და ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

50" - ირაკლი სიხარულიძის დარტყმას მცველები გადაეფარნენ, ბურთი მეკარესთან პირისპირ დარჩენილ არველაძეს მიუგორდა, რომელმაც ძელს მოარტყა!

55" - მასპინძლები ისევ გადარჩნენ: კუთხური გოროზიამ შეასრულა, ქურდაძე მეურვეს გაექცა და კარში დაარტყა - მეკარე შოვნაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და სამიოდე მეტრიდან დარტყმული მოიგერია - ბურთი კარიდან კვირკველიამ გამოიტანა.

68" - საჯარიმოში შეჭრილი ქავთარაძე სუხიაშვილმა მოცელა და თითქოს პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა, არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

69" - უბილავასთან უხეშობისთვის ზურაბ არზიანს არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და მოედნიდან გააძევა.

71" - იაროსლავ კვასოვი მცველთან შეტაკებისას წაიქცა, ირაკლი კომახიძემ კი ბურთი ტრიბუნაზე მოიგერია. ამას მაყურებლის მწვავე რეაქცია და მოთამაშის შეურაცხყოფა მოჰყვა. თავი ვერც ახალგაზრდა ლოკომოტიველმა შეიკავა და არბიტრმა მაყურებლის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა.

78" - ისევ გოროზიას კუთხური და ნიკა ჭანტურიას დარტყმის შემდეგ და ბათუმელები ძელმა იხსნა!

83" - სამურკასოვმა კართან კიკნაძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში უმეთვალყუროდ დარჩენილ უბილავას თავით დაუგდო - სტუმართა კაპიტნის უძლიერეს დარტყმას ისევ შოვნაძე გადაეღობა!

85" - დიასამიძის შეტევა და შოვნაძე ისევ საიმედოა.

89" - "ლოკომოტივი" მეკარემ გადაარჩინა: სუხიაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლოდან გორელიშვილმა დაარტყა და მეკარემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

ეროვნული ლიგა. XIX ტური

23.07. ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0

გოლები: 1:0 ე. გრიგალაშვილი (13)

დინამო (4-3-3): შოვნაძე - ფარტენაძე, ბ. მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ვ. თევდორაძე (89. ვარშანიძე), არზიანი, ე. გრიგალაშვილი - ჩოგაძე (63. კვანტალიანი), კვასოვი (86. გორელიშვილი), მარცვალაძე.

სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

ლოკომოტივი: რ. თევდორაძე - ჩიტეიშვილი, ლ. ქურდაძე, რეხვიაშვილი (67. კიკნაძე), კომახიძე - გოროზია (62. სამურკასოვი), ნ. ჭანტურია, უბილავა - არველაძე (53. ნ. ქავთარაძე), სიხარულიძე, დიასამიძე.

სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ანდრონიკაშვილი, კიკაბიძე, ხიდეშელი

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილებები: უბილავა (45+1), არზიანი (56), ე. გრიგალაშვილი (71), სამურკასოვი (74), ლ. ქურდაძე (90+2)

გაძევება: არზიანი (69. მეორე ყვითელი), კომახიძე (72)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jonson
Raa ro gagitydat chaaataron ra moxda mere, batumshi principshi dzvel stadionze yoveltvis savse iyo stadioni
im shuashiaro
500 კაცი ტრიბუნაზე ეტევა, სადაც შევიწროებულად სულ მინიმუმ 700 კაცამდე ტრიბუნაზეა, 1000 კაცამდე კიდე ფეხზე დგას მიმდებარე ტერიტორიაზე და უყურებს, 200-300 კაცი მიმდებარე სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან იყურება, და 100 კაცამდე კიდე სახურავებიდან... )
batumshi sul 500 kaci eteva da eg satauri ra shuashia saertod..
გადახედეტ ქუტაისსჰი რამდენი დადის სამტრედიასჰიი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში