ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა გიორგი სიბაშვილმა ფოთში მოჭადრაკეთა მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი

ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა გიორგი სიბაშვილმა ფოთში მოჭადრაკეთა მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი, მოაგროვა 7 ქულა და სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

მერვე ტურში ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა (რეიტინგი 2340) უშუალო კონკურენტს – დიდოსტატ ბორის სავჩენკოს (რუსეთი, 2606) სძლია და 6.5 ქულით თავად ჩაუდგა სათავეში გათამაშების ცხრილს. ამავე ტურში ლიდერთა ჯგუფიდან თორნიკე სანიკიძემ ირანელი შაჰინ პორპარიზანგენეხი დაამარცხა, ირაკლი ბერაძემ ანდრეი ზონტახს (უკრაინა) აჯობა, ხოლო თანამემამულეები – ლევონ ბაბუჯიანი და ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (ორივე-სომხეთი) დაზავდნენ.

ბოლო, მეცრე ტურში გიორგი სიბაშვილი და თორნიკე სანიკიძე (საგულისხმოა, რომ ორი კვირის წინათ ბათუმის საერთაშორისო ტურნირში 7-7 ქულით სანიკიძემ, სიბაშვილმა და გიგა ყუფარაძემ, შესაბამისად, პირველი-მესამე ადგილები გაიყვეს) ყაიმზე შეთანხმდნენ. მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ბორის სავჩენკო-ირაკლი ბერაძე 1:0, ვისხი (ინდოეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი 0.5:0.5, ჰოვიკ ჰაირაპეტიანი-დავიდ კალაშიანი (სომხეთი) 1:0, ლევან ბაბუჯიანი-შაჰინ პორპარიზანგენეხი 1:0, ანდრეი ზონტახი-მერი არაბიძე 0:1.

საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, პირველი პრიზი სიბაშვილს ხვდა. 6.5-6.5 ქულითა და დამატებით მაჩვენებლების გათვალისწინებით მეორე-მეექვსე ადგილებზე, შესაბამისად, ლევონ ბაბუჯიანი, ბორის სავჩენკო, ჰოვიკ ჰაირაპეტიანი, თორნიკე სანიკიძე და მერი არაბიძე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურნირში სიბაშვილმა რეიტინგი 70 პუნქტით გაიუმჯობესა.

ფესტივალის დანარჩენ ჯგუფებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: B ჯგუფი: 7-7 ქულით – გორ ვირაბიანი (სომხეთი), ნიკა ვოლკოვი (საქართველო), გარიკ მარტიროსიანი (სომხეთი); C ჯგუფი: 7.5-7.5 ქულით – 12 წლის აკაკი ყალიჩავა, ბერდია მიქელაძე, ცოტნე ქვარცხავა; D ჯგუფი: 7.5-7.5 ქულით – აშოტ მკრტუმიანი, კარენ გასპარიანი, გრიშა ვაჰრამიანი (სამივე-სომხეთი), 10-წლიანებში პირველ ადგილებზე გავიდნენ – კახაბერ კიზირია და მარიამ სიჭინავა, 8-წლიანებში – ლუკა კილაძე და ქრისტინე ხვადაგიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"