მენდის ყიდვით "სიტი" 200 მილიონს გადაცდა და "რეალის" რეკორდს დაემუქრა
"მანჩესტერ სიტიმ" კარგი ტრანსფერი გაჩარხა: ინგლისურმა კლუბმა "მონაკოს" ერთ-ერთი ლიდერი, 23 წლის ბერნჟამინ მენდი გაიფორმა.

ამის თაობაზე ინგლისური კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად იტყობინება. "სიტის" და მენდის შორის ხუთ-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, "სიტის" რომ შევუერთდი. ეს არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. მას წვრთნის პეპ გვარდიოლა. ის შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე სწორედ ასეთი ფეხბურთი მიყვარს. "სიტის" სამომავლო წარმატებაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული. ჩვენ წინ ბევრი დაუვიწყარი დღე გველის. ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ მოსვლა. ამასთან ერთად, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ყოფილ კლუბ "მონაკოს." - თქვა მენდიმ პრეზენტაციაზე.

ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისური საინფორმაციო საშუალებების ცნობით "მონაკომ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 55,7 (52 მილიონი გირვანქა) მილიონი ევრო გადაიხადა. მენდიმ მონეგასკურ კლუბში შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი. მათ შორის - ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ მენდის ტრანსფერი სარეკორდოა მცველებს შორის. აქამდე, ამდენი მცველის სანაცვლოდ არავის გადაუხდია.

ამ ტრანსფერით "სიტის" სატრანსფერო დანახარჯები 200 მილიონ გირვანქას გადაცდა. რაც ხოსეპ გვარდიოლაა "სიტის" თავკაცი, გუნდმა ჯამში უკვე 385 მილიონი გირვანქა დახარჯა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ. ცოტაც და "სიტი" "რეალის" რეკორდს დაამხობს - სამეფო კლუბმა ერთ ზაფხულში (2009) ჯამში 257 მილიონი ევრო (230 მილიონი გირვანქა) დახარჯა ტრანსფერებში.

გუნდიდან გაელ კლიშისა და ალექსანდ კოლაროვის წასვლის მერე, "სიტის" აუცილებლად ესაჭიროებოდა მარცხენა მცველი.

გვარდიოლამ მთლიანად შეცვალა გუნდის დაცვის ფლანგები - ახლა ბრაზილიელი დანილო, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, კაილ უოკერისა და ბენჟამინ მენდის პირველი შემცვლელი იქნება. შეიძლება, ითქვას, რომ პეპმა "სიტის" კომპლექტაცია დაასრულა და გუნდის ხერხემალიც ჩამოყალიბებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ბენჟამინ მენდი თქვა, რომ სექსი 10 000 ქალთან ჰქონდა
"სექსი მექნება და თუ ოდესმე დავორსულდი, ეს დღეს მოხდება... 10 000 ქალთან მეძინა..." - გაუპატიურებაში ბრალდებული მენდის სკანდალური სასამართლო პროცესი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბენჟამინ მენდი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
მენდიმ "სიტის" სასამართლო დავა მოუგო - ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდისგან მნიშვნელოვან თანხას მიიღებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მენდი "სიტის" 2 წლის ხელფასის ანაზღაურებას სთხოვს
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
7 გაუპატიურებაში ბრალდებული მენდი გირაოთი გაათავისუფლეს