ლონდონის "ჩელსი", კენედის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ჩინელ ხალხს ბოდიშს უხდის, ფეხბურთელს კი ინგლისში აბრუნებს

ლონდონის "ჩელსი", კენედის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ჩინელ ხალხს ბოდიშს უხდის, ფეხბურთელს კი ინგლისში აბრუნებს.

"ჩელსი" ახალი სეზონისთვის მზადებას ჩინეთში გადის. აზიაში ჩასვლის შემდეგ, ლონდონელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, კენედიმ, სოციალურ ქსელში მასპინძელი ქვეყნის შეურაცმყოფელი რამდენიმე პოსტი გააკეთა, რამაც, ბუნებრივია, ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.

ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ დისციპლინარულ სახდელს ის მაინც ვერ აცდა.

"კენედის ქმედება შეცდომა იყო და ის ამ შეცდომისგან ისწავლის.

მისი ქცევა გუნდის განწყობას არ გამოხატავს და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ კლუბში არსებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მომხდარის გამო, ფეხბურთელი მკაცრად დაისჯება.

"ჩელსის" ყველა წევრი ჩინეთს დიდი პატივს სცემს. ჩვენი ჩინელი გულშემატკივრები გვიყვარს.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შოკში ჩაგვაგდო და დაგვამწუხრა.

ბოდიშს ვიხდით იმ ზიანის გამო, რაც ჩინელ გულშემატკივრებსა და ჩინელ ხალხს მიადგა, " ვკითხულობთ "ჩელსის" ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარი ფეხბურთელმაც გააკეთა: "მინდა, ჩინელ ხალხს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოვუხადო. მათთვის ზიანის მიყენება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ახლაღა ვხვდები, რომ ჩემი კომენტარები უადგილო იყო."

ბოდიშის მოხდის მიუხედავად, 21 წლის ბრაზილიელი სასჯელს ვერ გადაურჩა. ის გუნდის წინასასეზონო მზადებიდან მოკვეთეს და ჩინეთიდან ინგლისში დააბრუნეს.

MISHO MISHO
რა თქვა ასეთი?აგინა?თუ ღირსია უნდა დაისაჯოს!ამას უეფას დევიზი დაავიწყდა? ძირს რასიზმი! პატივისცემა ჩინელია თუ შავკანიანია დაცინვის ღირსი არ არის
მიხო
გაგვაგებინეთ მაინც რა თქვა. დედა აგინა თუ დაწყევლა?
dato
ან მოგვიყევით რა თქვა და თუ თქვენც არ იცით, ასეთი სტატიის დაწერისგან თავი შეიკავეთ
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ტალანტები ტალანტების ქვეყნიდან: ვინ არის ბრაზილიის მომავალი?
მსოფლიოს ჩემპიონატი. U-17: საემიროებში ნიჭიერები ერთიანდებიან
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა