ცოტა ხნის წინ დასრულებული საკალათბურთო სეზონი გორის სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა წარმატებით ჩაატარეს
ცოტა ხნის წინ დასრულებული საკალათბურთო სეზონი გორის სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა წარმატებით ჩაატარეს.

ტრადიციულად, ძირითადად საჭიდაო სახეობებში მოპოვებული გამარჯვებებით ცნობილი გორული სპორტისთვის საკალათბურთო გუნდების ამჟამინდელი სახარბიელო შედეგები აღსანიშნავი წარმატებაა და სპორტის ამ სახეობის განვითარებისკენ სვლის მაჩვენებელია.

დავიწყოთ უმცროსებით, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივ პროექტში "NBA ჟუნიორ"-ში მიიღეს მონაწილეობა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს 16-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე მოასპარეზე გორელ კალათბურთელთა გუნდმაც.

ვაჟებს შორის 18-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე კი "გორი" ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სამივე გუნდი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლაში მოქმედი საკალათბურთო სექციის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული და სხვადასხვა თაობის შეჯიბრებებში მიღწეული ეს წარმატებები, რასაკვირველია, უშუალოდ სპორტსმენებთან ერთად მწვრთნელების შრომის ნაყოფიცაა.

საინტერესოა, რომ სამიდან ორ გუნდს დათო რუსიშვილისა და ვერა შავშიშვილის სამწვრთნელო დუეტი ავარჯიშებს.

18-წლამდე კალათბურთელთა გუნდ "გორს" წლევანდელ სეზონში მარინე გოჩაშვილი და მარი ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

გორში კალათბურთის, ისევე, როგორც სპორტის სხვა არაერთი სახეობის განვითარება ქალაქის სპორტული სკოლების გაერთიანების ხელშეწყობით ხდება. ვარჯიშებს კი გუნდები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში ატარებენ.

"საკალათბურთო გუნდების წარმატებამ, ცხადია, ძალიან გაგავახარა. ჩვენი ქალაქი განებივრებულია სპორტის საჭიდაო სახეობებში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებებით.

ბუნებრივია, გვინდა ისინი ისევ განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ, მაგრამ აქვე სხვა სახეობების ხელშეწყობითაც რასაკვირველია დაინტერესებულნი ვართ. კალათბურელთა გუნდების მიერ სამ სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებამ დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით გაღებულ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.

ჩვენი თანადგომა გორელ კალათბურთელებს სამომავლოდაც არ მოაკლდებათ და შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერის გაუმჯობესებაზეც ვიზრუნებთ" - გვითხრა გორის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში სათამაშო სახეობის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი დარბაზი, რომელშიც კალათბურთელები და ხელბურთელები ვარჯიშობენ, სტანდარტულთან შედარებით მცირე ზომისაა.

თუმცა, მათთვის პირობების გაუმჯობესება წლეულსვე გახდება შესაძლებელი. სწორედ მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება გორში მშენებარე სპორტის სასახლის გახსნა. სასახლე ორდარბაზიანი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ აქამდე არსებულ ყველა სპორტული დარბაზისგან განსხვავებით, საშეჯიბრო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის