შჩეცინის "პოგონის" ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველ ლაშა დვალთან ინტერვიუ გამოქვეყნდა
შჩეცინის "პოგონის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველ ლაშა დვალთან, რომელიც სულ ახლახან გადავიდა ამ კლუბში "შლიონსკიდან".

ახალგაზრდა ქართველმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა:

"ზუსტად ვიცი, რომ კარიერას კარგ გუნდში ვაგრძელებ. "პოგონს" უნდოდა ჩემი შეძენა. ამ გუნდის თაობაზე ჩემს მეგობრებს ველაპარაკე. როგორც იცით, აქ თამაშობს მათე ცინცაძე, ადრე კი ამ კლუბის ღირსებას ლადო დვალიშვილი იცავდა. მათ ბევრი კარგი რამ მითხრეს "პოგონის" თაობაზე.

მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიბრძოლო. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად...

რაც შეეხება ყაზახეთში თამაშს, ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველა მატჩი ვითამაშე. ამის შემდეგ ჩამოვედი პოლონეთში და ჩემ მიმართ გაჩნდა ინტერესი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აქ ჩემთვის კარიერის ახალი ეტაპი იწყება...

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა საქართველოდან უცხოეთში წავედი სათამაშოდ. ყაზახეთისა და პოლონეთის გარდა, ლატვიაში, თურქეთსა და გერმანიაში ვითამაშე...

რაც შეეხება გუნდის ახალ კონტინგენტს, ვიცნობ ტომ პოლოტას. მასთან ერთად "შლიონსკში" ვიყავი. ასევე ჩემს ყოფილ გუნდში თამაშობდა ლუკაშ ზვოლინსკი. მე და მათე ცინცაძეს კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გვიძახებდნენ...

საქართველოს ნაკრებში დებიუტი თბილისში, გერმანიასთან შეხვედრაში მქონდა. ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ვარშავულ მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა. იმ თამაშში ჩვენთვის 85 წუთის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა მოხდა ბოლოს, ამის ახსნა ძალიან მიჭირს. ფაქტია, რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლო წუთებში სამი გოლი გაგვიტანა", - თქვა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ლაშა დვალი და ლუკა ზარანდია ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ზარანდიას გოლმა "არკა" დვალის "პოგონთან" მარცხისგან ვერ გადაარჩინა [VIDEO]
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ყაზანის" რუბინი" ლაშა დვალის შეძენას გეგმავს
"პოგონის" გულშემატკივრებმა მარტში საუკეთესოდ ლაშა დვალი აღიარეს
ლაშა დვალი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერი დაინტერესდა