რა ხდება უნგრეთის აუზში
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა და მსოფლიოს ოთხი რეკორდი დამყარდა.

კაცებში ორივე ოქრო ჩინელ მოცურავეებს ერგოთ. 400 მეტრზე გამარჯვების შემდეგ, ჩინელმა ლეგენდამ, რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა სუნ იანმა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაშიც მოიპოვა პირველობა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლების რაოდენობა 14-მდე აიყვანა. არადა, ნახევარფინალის შემდეგ, პირველი ორი საუკეთესო დრო ბრიტანელებს - დანკან სკოტსა და 2015 წლის ჩემპიონს ჯეიმს გაის ჰქონდათ, მაგრამ მათ პოდიუმზე ასვლაც კი ვერ მოახერხეს.

ვარსკვლავთცვენა იყო მამაკაცებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ფინალში გამოდიოდნენ: ამერიკელი მეტ გრივერსი (2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი), ჩინელი სუ ჟიაიუ (2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი), ამერიკელი რაიან მერფი (მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი), იაპონელი რიოსუკე ირიე (მსოფლიოს 2011 ჩემპიონატის მესამე პრიზიორი) და ავსტრალიელი მიტჩ ლარკინი (მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი).

სასტარტო რეაქცია ყველაზე უკეთესი სუ ჟიაუის ჰქონდა, რომელიც პირველი მეტრებიდან დაწინაურდა და ლიდერობა ბოლომდე არავის დაუთმო. გრივერსი მეორეზე გავიდა, მერფი - მესამეზე.

ფენომენალურმა კეტი ლედეკიმ ამ ჩემპიონატზე მესამე ოქრო მოიპოვა. 20 წლის ამერიკელს კარიერაში არასოდეს წაუგია 1500 მეტრი დისტანცია, რომელსაც 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანენ. ამჯერად, ლედეკიმ მსოფლიოს რეკორდის გარეშე გაცურა, მიუხედავად ამისა, თითქმის 20 წამი (!) მოუგო მეორე ადგილზე გასულ ესპანელს მირეა ბელმონტეს. სამაგიეროდ, ლედეკი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროების რაოდენობით - მას 12 გამარჯვება დაუგროვდა. მანამდე ის 11 ოქროთი რეკორდს იყოფდა თანამემამულე მისი ფრანკლინთან.

ქალებს შორის კიდევ ორ დისციპლინაში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ყველა ელოდა კატინკა ჰოშუს გამოსვლას, მაგრამ მასპინძელმა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, ნახევარფინალზე გასვლა არ ისურვა. ოლიმპიური ჩემპიონის არყოფნაში გაიბრწყინა კანადელმა კაილი მასმა, რომელმაც 0.02 წამი ჩამოაკლო 2009 წელს, ბრიტანელი ჯემა სპოფორტის მიერ დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს და ოქროს მედალი მოიპოვა.

დაბოლოს, 100 მეტრ ბრასზე რუსებს იულია ეფიმოვას დიდი იმედი ჰქონათ. ის ფინალში საუკეთესო დროით გადავიდა, მაგრამ იქ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. რუსების იმედმა ორ ამერიკელთან წააგო. ჩემპიონი მსოფლიოს ახალი რეკორდით გახდა რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ლილი კინგი, ვერცხლის მედალი კი კეტლინ მეილიმ მოიგო.

რაც შეეხება მსოფლიოს კიდევ ერთ რეკორდს, ის ნახევარფინალში დაამყარა ფენომენალურ ფორმაში მყოფმა ბრიტანელმა ადამ პიტიმ. ის პირველ მოცურავე გახდა ისტორიაში, ვინც 50 მეტრი ბრასი 26 წამზე ნაკლებ დროში დაფარა - 25.95 წამი.

კაცები

200 მ თავისუფალი

1. სუნ იანი (ჩინ) - 1.44,39

2. ტონლი ჰაასი (აშშ) - 1.45,04

3. ალექსანდრ კრასნიხი (რუს) - 1.45,23

100 მ გულაღმა

1. სიუ ჟიაიუ (ჩინ) - 52.44

2. მეტ გრივერსი (აშშ) - 52.48

3. რაიან მერფი (აშშ) - 52.59

ქალები

1500 მ თავისუფალი

1. კეტი ლედეკი (აშშ) - 15.31,82

2. მირეია ბელმონტე (ესპ) - 15.50,89

3. სიმონა კვადარელა (იტა) - 15.53,86

100 მ გულაღმა

1. კალი მასი (კან) - 58.10

2. კეტლინ ბეიკერი (აშშ) - 58.58

3. ემილი სიბომი (ავსტრა) - 58.59

100 მ ბრასი

1. ლილია კინგი (აშშ) - 1.04,13

2. კეტლინ მეილი (აშშ) - 1.05,03

3. იულია ეფიმოვა (რუს) - 1.05,05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია