"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუ eliga.ge-ს მისცა

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, eliga.ge-სთან ინტერვიუს დროს, მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და საქართველოს ჩემპიონატზე საუბრობს.

- საბურთალოსთვის სეზონის პირველი ნახევარი რომ შევაფასოთ, ვფიქრობ, ნორმალური შედეგი გვაქვს. იყო თამაშები, როცა ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა, რამაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე და შესაბამისად, შედეგზეც. თუმცა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა საშუალება მოგვცა, შედარებით ახალგაზრდები გვენახა საქმეში.

- 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე არაერთმა საბურთალოელმა ითამაშა. მათი გამოსვლით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...

- მათ ეროვნულ ლიგაში კარგი თამაშით დაიმსახურეს ნაკრებში მოხვედრა. გამოცდილება მიიღეს და ნაკრებშიც მშვენივრად წარმოაჩინეს თავი. ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ქოჩორაშვილი - ისინი ჩამოვთვალე, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ყველამ დავინახეთ, რომ საბურთალოს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კარგი თაობა ეზრდება.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამ ფეხბურთელებს უცხოეთის კლუბებიდან შემოთავაზებები აქვთ?

- ინტერესის დონეზე არის. კონკრეტული წინადადება კონტრაქტზე არ ყოფილა, მაგრამ ინტერესი გაჩნდა. ისე ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომ ეჭვი არ მეპარება, სკაუტები გვარებს ჩაიწერდნენ. მართალია, ნაკრები ნახევარფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ჩანდა თამაშის ხარისხი, მწვრთნელის ნამუშევარი. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო თაობაა ქართულ ფეხბურთში და თითქოს მსგავსი არ გვყოლია. თუმცა ამის ფონზეც არაფერი დაუთმეს ევროპის წამყვან ნაკრებებს და თავისუფლად შეიძლებოდა, მეტისთვისაც მიგვეღწია.

- საბურთალოს დავუბრუნდეთ და, კონკრეტულად ვაგნერ გონსალვესზე გკითხავთ: ბელგიურ სერკლ ბრიუგეში გადავიდა. შეძლებთ მის სრულფასოვნად შეცვლას?

- პირდაპირ ვიტყვი, ვაგნერ გონსალვესი განსხვავებული დონისა და ყაიდის ფეხბურთელია. მისი არყოფნა დაგვეტყობა. ვფიქრობ, ვაგნერი მთლიანად ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

- გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, ათი გუნდი ოთხ წრედ - საინტერესოა თქვენი აზრი.

- დადებითად ვუყურებ რამდენიმე ფაქტორის გამო. უფრო მეტი დაძაბულობაა და თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებზე ყველაზე შორს სწორედ მაშინ გადიოდნენ, როცა ათგუნდიანი, ან თორმეტგუნდიანი ჩემპიონატი ტარდებოდა. ზესტაფონი, დილა, თბილისის დინამო - ამ გუნდებს ჯგუფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

- წლეულს კი ევროტურნირებზე ცუდი შედეგი მივიღეთ...

- დიახ, ამ ზაფხულს კარგი ვერაფერი დავინახეთ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. რაც მთავარია, შეცდომები სწრაფად უნდა გავაანალიზოთ. სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ყველაფერს აკეთებს კლუბების დასახმარებლად, ოღონდ დამატებით კლუბებმაც უნდა იზრუნონ, რათა განვითარდნენ. ყველაფერი იდეალურად არსად კეთდება, მაგრამ ძალისხმევა რომ არის და ეროვნულ ლიგაშიც მეტი ინტერესია, ფაქტია.

- გულისხმობთ თამაშების გაშუქებას და სხვა ორგანიზაციულ მხარეებს?

თუნდაც გაშუქება რად ღირს. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე უცხოური კლუბებიდან მოთხოვნა გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ ჩაკეტილი აღარაა და რაც თვალსაჩინოა, თუნდაც ინსტატ-ის პროგრამით შეუძლიათ გაეცნონ ფეხბურთელებს. ფედერაციამ ამ მხრივ მართლაც კარგი საქმე გააკეთა. აი, წავიდნენ კიდეც ჩვენს კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები: ვაგნერი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი, ლეანდრო... ისინი უკეთეს ჩემპიონატებში მოხვდნენ და მათი წასვლით ჩვენი ჩემპიონატის დონე ცოტა დაიკლებს, მაგრამ იმისთვის არსებობენ ახალგაზრდები, რომ ისინი შეცვალონ.

ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ვერ გახდება ის ქვეყანა, რომელიც ტოპ-ლიგას შექმნის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფეხბურთელები, ვეცადოთ, ისინი გარკვეულ ასაკამდე შევინარჩუნოთ, მათთან ერთად მივაღწიოთ გარკვეულ წარმატებებს, შემდეგ კი გავყიდოთ. ოღონდ ტრანსფერიდან შემოსული თანხა ისევ ახალი ტალანტების გაზრდას უნდა მოხმარდეს. საამისოდ კი საჭიროა აკადემიების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით

მამია
საიბრით ყველა კარგად საუბრობს მაგრამ, შედეგი არსად ჩანს. შედეგში ეროვნული ნაკრების მაჩვენებელს ვგულისხმობ. შედეგი დადეთ ბატონებო შედეგი!!!! სხვა ყველაფერი მხოლოდ გულის მოფხანაა და მეტი არაფერი.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს