ფენომენალურმა კეტი ლედეკიმ პირველად წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე დღეს ისევ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა და ორ ფინალში დიდი სენსაცია მოხდა - ორივე იტალიელთა მიზეზით

ამერიკელი კეტი ლედეკი 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ამ ჩემპიონატზე მეოთხეს და კარიერაში მე-13 ოქროს მედალს უმიზნებდა. აქამდე, 20 წლის ლეგენდას არასოდეს ჰქონდა წაგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალური გაცურვა, მაგრამ, ამჯერად, საკმაოდ დიდი მანძილით ჩამორჩა ცნობილ იტალიელს ფედერიკა პელეგრინის. ეს 28 წლის აპენინელი ამ დისციპლინის დიდი სპეციალისტია - მან 2005 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზედიზედ მეშვიდე (!) ჩემპიონატზე შეძლო მედლის აღება 200 მეტრზე ცურვაში (სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო).

რამდენიმე წუთის შემდეგ, მეორე სენსაცია მოხდა კაცებს შორის 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. აქ ფავორიტი იყო ჩინელი სუნ იანი, რომელიც ამ დისციპლინაში წინა სამ ჩემპიონატზე ოქროს იღებდა.

იანი 400 მეტრის შემდეგ ლიდერობდა გაცურვას, მაგრამ შემდეგ მკვეთრად უკლო ტემპს და არა თუ ოქროს მედალი, საერთოდ პოდიუმიც ვერ მოიპოვა და მეექვსე ადგილი დაიკავა. იტალიელებმა - გაბრიელე დეტიმ და გრეგორიო პალტრინიერიმ ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს, მათ შორის კი მეორე ადგილზე მოექცა პოლონელი ვოიცეხ ვოიდაკი.

50 მეტრზე ბრასი კაცებს შორის ადამ პიტმა მოიგო, რასაც ყველა ელოდა. ბრიტანელმა წინასწარ ეტაპებზე ორჯერ გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, ფინალში კი 25.99 წამი აჩვენა, რითაც ამ ჩემპიონატზე მეორედ გამოვიდა 26 წამიდან.

200 მეტრზე ბატერფლაიში ადგილობრივ პუბლიკას ცნობილი ლასლო ჩეხის იმედი ჰქონდა, მაგრამ სამხრეთაფრიკელ ჩად ლე კლოსთან დამარცხდა.

დღის ბოლო ფინალი კი იყო შერეული ესტაფეტა 4x100 მეტრზე. აქ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით მოიგეს, თან მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს. მათ რიგებში ცურავდნენ: მეტ გრივერსი (გულაღმა), ლილი კინგი (ბრასი), კაელებ დრესელი (ბატერფლაი) და სიმონე მანუელი (თავისუფალი).

ქალები

200 მ. თავისუფალი

1. ფედერიკა პელეგრინი (იტა) -1.54,73

2. კეტი ლოედეკი (აშშ) - 1.55,18

2. ემა მაკეონი (ავსტრალია) - 1.55,18

კაცები

200 მ. ბატერფლაი

1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) - 1.53,33

2. ლასლო ჩეხი (უნგ) - 1.53,72

3. დაია სეტო (იაპ) - 1.54,21

50 მ. ბრასი

1. ადამ პიტი (ბრიტ) - 25,99

2. ჟოაო გომეში (ბრა) - 26,52

3. კემერონ ვენ დერ ბურგი (ს. აფრ) - 26,60

800 მ. თავისუფალი

1. გაბრიელე დეტი (იტა) - 7.40,77

2. ვოიცეხ ვოიდაკი (პოლ) - 7.41,73

3. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) - 7.42,44

შერეული ესტაფეტა

4x100 მ. კომპლექსური

1. აშშ - 3.38,56

2. ავსტრალია - 3.41,21

3. კანადა - 3.41,25

3. ჩინეთი - 3.41,25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან