მარკ ჰიუზმა „ფულჰემთან“ მოლაპარაკებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად კარი ღია დატოვა.

მარკ ჰიუზმა „ფულჰემთან“ მოლაპარაკებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად კარი ღია დატოვა. როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, უელსელი მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყავდა მომავალ მწვრთნელთა სავარაუდო სიაში შეყვანილი. მოგეხსენებათ, „ბაიერნი“ ჰოლანდიელ მწვრთნელს ლუი ვან გაალს უშვებს, მაგრამ ჰიუზმა მისი ადგილის დაკავება იუარა.

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ის ამბობს:

„როდის დაწყებს კლუბის ხელმძღვანელობა ჩემთან ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკს, არ ვიცი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა: თუკი ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება მე კმაყოფილი ვიქნები. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კლუბს ჩემი მუშაობა მოსწონს.

რაც შეეხება „ბაიერნის“ ამბავს, გაზეთებში ამის შესახებ ბევრს წერდნენ, მაგრამ დღეს ჩემი საქმე „ფულჰემის“ ხელმძღვანელობაა. ისე კი, ხომ ხედავთ, როგორი მაცდურია საფეხბურთო ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ წერდნენ, რომ მოსახსნელი ვარ, ახლა კი ჩემს სახელს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბთან აკავშირებენ“.

ლივერპული ესპანეთში იყურება

მერსისაიდელებს მარცხენა მცველის პრობლემა აქვთ და ცდილობენ პრობლემა უცხოელი ფეხბურთელის შეძენით მოაგვარონ. გაზეთები წერენ, რომ „ლივერპულის“ მიზანში „ოსასუნას“ 26 წლის ფეხბურთელი ნაჩო მონრეალია. ამ მოთამაშის საქმეში სანახავად ესპანეთს საგანგებოდ გაემგზავრა „წითლების“ საფეხბურთო საქმეთა ფრანგი დირექტორი დამიენ კომოლი, რომელიც მონრეალის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

მონრეალი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული დეკემბერში ძლიერ დაშავდა, თუმცა საკმაოდ მალე გამოჯანმრთელდა კიდეც. „ლივერპულს“ ამ ფეხბურთელის სეძენა გასულ ზაფხულზეც უნდოდა, ზამთარში კი მას „არსენალი“ უპირებდა გადაბირებას, მაგრამ ბოლოწამს ტრავმამ შეაჩერა.

მონრეალს „ოსასუნა“ 9 მილიონ ფუნტს აფასებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს