ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა პრაღის 80 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა პრაღის 80 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

ერთეულებში იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ კამილა როსატელოსთან (იტალია) დამარცხდა. წყვილებში ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად მან პირველი ბარიერი კი გადალახა, მაგრამ გუშინ მეოთხედფინალი ანასტასია პოტაპოვას (რუსეთი) და დაიანა იასტრემსკას (უკრაინა) დუეტთან დათმო – 0:6, 1:6.

შვედურ ბასტადში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 226.750 დოლარი) წყვილთა პაექრობაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას (წყვილებში რეიტინგით 84-ე) და პოლონელი ალისია როსოლსკას (31-ე) ნახევარფინალური მეტოქეები გუშინ გაირკვა: მეოთხედფინალში ქუირინ ლემონმა (192-ე) და არანტხა რუსმა (ორივე-ნიდერლანდი, 232-ე) ორ სეტში კორნელია ლისტერი (შვედეთი, 117-ე) და ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი, 108-ე) დაამარცხეს – 7:5, 6:2.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ქსენია კნოლი (შვეიცარია) და ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი), რომლებმაც იოლად სძლიეს ელენ ალგურინსა (შვედეთი) და კარენ ბარიტზას (დანია) – 6:1, 6:3. თუ ვის შეხვდებიან ისინი, დღეს გახდება ცნობილი: მეოთხედფინალში ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას მარია ირიგოენი (არგენტინა), ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი) და ნიკოლა გეუერი (გერმანია), რებეკა პეტერსონი (შვედეთი).

ნახევარფინალური პაექრობები ხვალ გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uxxx
მაგარი გოგოა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს