მოჭიდავეთა ნაკრებები აგრძელებენ მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას და ახლა დუშეთს მიაშურეს შეკრებების გასავლელად...

მოჭიდავეთა ნაკრებები აგრძელებენ მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას და ახლა დუშეთს მიაშურეს შეკრებების გასავლელად. `თავისუფლები~ მეოთხე დღეა, იქ არიან, ბერძენ-რომაელები კი გუშინწინ საღამოს ჩავიდნენ და გუშინ პირველი საწვრთნელი დღე ჰქონდათ. `თავისუფლებისგან~ განსხვავებით, რომლებიც შეკრებაზე სრული შემადგენლობით არიან, ბერძენ-რომაელებს ორი სერიოზული დანაკლისი აქვთ - ბადრი ხასაია (84) და რამაზ ნოზაძე (96). ტრავმებით გატანჯულმა და საოცრად უიღბლო სპორტსმენმა, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ხასაიამ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა და ახლა გუნდს დუშეთში მწვრთნელის სტატუსით ახლავს. რაც შეეხება ოლიმპიადის ვიცე, ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონ ნოზაძეს, მისი წაუსვლელობის მიზეზი ადრინდელი კოჭის ტრავმაა, რომელმაც ხეირიანად ჭიდაობის საშუალება არც მადრიდის ტურნირზე მისცა და არც - ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ შეჯიბრებაში. ნაკრების ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ეს ტრავმა მას მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოატოვებინებს.

დუშეთშია და ჩვეულებრივად ვარჯიშობს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), რომელმაც ბაქოში, ზემოაღნიშნულ ტურნირში წელი იტკინა და ამიტომ აღარ გააგრძელა ჭიდაობა, არ გარისკა.

ამ შეკრებების დამთავრების შემდეგ `თავისუფლები~ ისევ საქართველოში გააგრძელებენ მზადებას, ბერძენ-რომაელებს კი ალუშტაში სურთ წასვლა. უფრო სწორად, მათ მინსკში, სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე აპირებდნენ წვრთნას, მაგრამ მასპინძლებმაც უკრაინულ ალუშტაში გადაწყვიტეს შეკრება და ჩვენებსაც იქ შესთავაზეს. ესენიც დასთანხმდნენ, რადგან იქ სომხებიც აპირებენ ჩასვლას, იქნებიან მასპინძლებიც და შეკრებაც ძლიერი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჯერ რამდენიმე დეტალს აზუსტებენ. თუ ეს ვარიანტი ჩაიშალა, მაშინ მზადებას ესენიც საქართველოში გააგრძელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sdfffff
მოედნებს მიხედონ თორემ ცუდად დაამთავრებენ ეგენი.
lashe
ამ ხალხს თავი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა კიარა მგონი შვეიცარიაში გონიათ ცხოვრობენ, მთავარია კარგი სტადიონები შენდება თორე გავარდნით ფოთი კიარა შარშან ჰამბურგი გავარდა ბუნდესლიგიდან ერთადერთი გუნდი რომელიც ისტორიაში არიყო გავარდნილი მაგრამ 1 წელი უნდა უკან დაბრუნებას მეტი არა ან თუ გჯობნის სხვა გუნდი მარტო სახელი ვერ შეგინარჩუნებს ადგილს , კოლხეთი ყოველთვის ყველაზე მებრძოლი გუნდია და მალე უფრო მეტი სტიმულით დაბრუნდებიან , მტრების ჯიბრზე საქართველოში კიდე ბევრი ლამაზი სტადიონი აშენდება
barbare
სამარცხვინოა ეს მთავრობა,ექვსი წელია სტადიონს აკეთებენ,ამასობაში გუნდიც გავარდა,მეცოდება ჩემი ფოთი და ფოთელები
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"