რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებმა სოჭში გასამართ ერთა თასის ხვალინდელ მატჩზე ისაუბრეს
საქართველო-რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის, ერთა თასის ხვალინდელი მატჩისადმი რუსეთში მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენენ, ან – არ უნდათ რომ გამოიჩინონ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მეზობლების სპორტულ ინტერნეტსივრცეში ამ შეხვედრაზე გაკვრით, აქა-იქ თუ შეხვდებით რამეს.

მომავალ მატჩზე ჩვენი მეტოქეების გამონათქვამებს საიტ sports.ru-ზე მაინც მივაგენით, სადაც რუსეთის ნაკრების მორაგბის, ალექსანდრე ვოიტოვისა და ნაკრების კაპიტნის, ვლადისლავ კორშუნოვის მატჩისწინა კომენტარებს მივაგენით, რასაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

ყველას მოგესალმებით! შაბათს საქართველოს ვეთამაშებით, რომელთანაც უკვე 18 წელია არ მოგვიგია (რედ: რუსეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსანთა დამარცხება მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს შეძლო). ძალიან კი გვინდა ამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა, თუმცა მეტოქე დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად ძლიერია. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ ვყრით - პირიქით, ვეცდებით მრისხანე მეტოქეს უსიამოვნო სიურპრიზი მოვუწყოთ.

ალექსანდრე ვოიტოვი: საქართველო ძლიერია, თუმცა არც ჩვენ ვიჯექით გულხელდაკრეფილნი. ტყუილად ხომ არ ვიკლავდით თავს ვარჯიშით? მართალია, ჯერ შედეგებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ამის გამო ყურებს ხომ არ ჩამოვყრით? სოჭში თავს არ დავზოგავთ.

ქართველების ორი მთავარი ძალა თავდასხმა და შერკინებაა და ჩვენმა მცველებმა მომხვდურებს აგრესიული ბრძოლა უნდა გაუჩაღონ. მართალია, საქართველოს ნაკრები ლეგიონერებმა გააძლიერეს, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ მათი გუნდი ექვსი ერის თასის დონემდე განვითარდა.

მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თამაში ითამაშონ. ძალა და სურვილი გვაქვს, მაგრამ მოედანზე ორგანიზებულობა გვაკლია.

ვლადისლავ კორშუნოვი (კაპიტანი): საქართველოსთან სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ. დაცვაში არ უნდა ჩავიკეტოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა შეგვეშინდეს ბურთისთვის მეტოქის ნახევარზე ბრძოლა. ჩვენი წარმატების გასაღები კი - კონტრშეტევაშია. საკუთარ 40 მეტრში დიდხანს ფიქრი და დაყოვნება არ გამოგვადგება - ბურთი აუტში ან წინ უნდა მოვიგერიოთ.

დღემდე რის ხარჯზე ამარცხებს საქართველო რუსეთს? ქართველებს ძლიერი შერკინება აქვთ, თავდამსხმელებს ბურთი ჩვენ ზონაში შემოაქვთ, ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ და ამის შემდეგ იწყება მოწოლა, რაშიც ფიზიკურად ძლიერი ქართველები უპირატესობას იღებენ. ჩვენ მეტოქეს იგივე უნდა დავუპირისპიროთ - მათსავე ზონაში თამამად უნდა ვეთამაშოთ."

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა