მაიამიში გამართული "ელ კლასიკო" სანახაობრივი გამოდგა და "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა

მაიამიში გამართული "ელ კლასიკო" სანახაობრივი გამოდგა და "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას ამხანაგურის არაფერი ეტყობოდა. გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და გულშემატკივრებს კარგი სანახაობა შესთავაზეს.

შეხვედრა "ბარსელონას" დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებზე შექმნილი არაერთი სახიფათო მომენტიდან კატალონიელებმა 2 გოლადაც აქციეს.

მე-3 წუთზე, მესის დარტყმას რიკოშეტი და ანგარიშის გახსნა მოჰყვა. ოთხ წუთში, მარცხენა ფლანგიდან ნეიმარის გადაცემის შემდეგ, ლუის სუარესმა ბურთი გაატარა, ივან რაკიტიჩმა კი ძლიერად და ზუსტად დაარტყა, 0:2.

"ბარსელონა" შეტევებს განაგრძობდა, მაგრამ მე-14 წუთზე გოლი მაინც კატალონიელთა კარში გავიდა. სხვაობა მატეო კოვაჩიჩმა შეამცირა, რომელმაც საჯარიმოს წინა ხაზიდან ძალიან ზუსტად დაარტყა. ამ გოლის შემდეგ, თამაში გათანაბრდა და ორმხრივ შეტევებში წარიმართა.

ტაიმის მეორე ნახევარში, უპირატესობა კვლავ "ბარსელონამ" მოიპოვა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გოლი საკუთარ კარში მიიღო. 36-ე წუთზე, მარკო ასენსიომ კონტრშეტევა წამოიწყო და კოვაჩიჩის გადაცემის შემდეგ პირისპირ გასულმა, გოლიც თავად გაიტანა.

მეორე ტაიმიც "ბარსელონას" შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი 50-ე წუთზე მოიტანა. ნეიმარმა, რომელიც "ბარსელონას" მაისურით, სავარაუდოდ, ბოლო თამაშს ატარებდა, საჯარიმოში ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პიკემ კი ბურთი კარში იოლად გადაგზავნა.

მალევე, მწვრთნელებმა გუნდების ლიდერების შეცვლა დაიწყეს და თამაშიც ნაკლებად სანახაობრივი გახდა. მე-2 ტაიმში მცირე უპირატესობას "რეალი" ფლობდა, მაგრამ ეს ანგარიშის კიდევ ერთხელ გასათანაბრებლად საკმარისი არ გამოდგა. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო დაპირისპირების მსგავსად, "ბარსელონამ" ამჯერადაც 3:2 მოიგო.

"ბარსელონა", 3 თამაშიდან სამივეს მოგებით, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამერიკის ზონის გამარჯვებული გახდა. "რეალი" კი, რომელმაც სამივე შეხვედრა წააგო, ბოლო, მე-8 ადგილზე გავიდა.

რეალი: ნავასი, კარვახალი (ჰაკიმი 74), ვარანი (ვალიეხო 46), რამოსი (ნაჩო 46), მარსელო (ერნანდესი 74), მოდრიჩი (ისკო 46), კაზემირო (ლიორენტე 74), კოვაჩიჩი (სებალიოსი 74), ბეილი (არნაის ოსკარი 74), ბენზემა (მაიორალი 74), ასენსიო (ვასკესი 46)

ბარსელონა: სილესენი, ვიდალი (სემედუ 63), პიკე (მასკერანო 73), უმტიტი (ვერმალენი 63), ალბა (დინი 73), რაკიტიჩი (ალენია 73), ბუსკეტსი (სამპერი 73), ინისეტა (რობერტო 46), მესი (დენის სუარესი 63), სუარესი (ალკასერი 63), ნეიმარი (თურანი 73)

გოლები: 0:1 მესი 3, 0:2 რაკიტიჩი 7, 1:2 კოვაჩიჩი 14, 2:2 ასენსიო 36, 2:3 პიკე 50

იხილეთ ვიდეო

რა მნიშვნელობა ააქვს
ბუჰეჰეეეეეეეეეეეეე. რეალიიიიიიიიიიიი კიდევ ჩახადეს??????????
misha
რა ამბავია ყველა თამაშის წაგება. რეალია თუ სამტრედია? გამოდის რონალდოს გარეშე არაფრის მომგებები არიან.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს