ნეიმარის პრეზენტაცია ეიფელის კოშკზე გაიმართება?
ყოველი დღე სულ უფრო აშორებს ნეიმარ ჯუნიორს "ბარსელონას". ახლა იგი კლუბისგან პირდაპირი მნიშვნელობითაც შორს იმყოფება - დაგეგმილი სარეკლამო ჩინური ტურნე დაეწყო.

"ბარსელონას" 25 წლის ფორვარდი 2 აგვისტოს ყატარში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ეს მოხდება "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის წინ, - ირწმუნება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა".

გარდა ამისა, ბრაზილიელი ასევე ყატარში შეხვდება პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის.

თუმცა ამავე ინფორმაციას უარყოფს გამოცემა Goal.com.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში, ნეიმარი კონტრაქტს გააფორმებს კომპანია Qatar Sports Investments-თან, რომელიც ფლობს პარიზულ გუნდს. ამ კონტრაქტის რანგში, ნეიმარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ელჩი გახდება და ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამასობაში, ESPN აცხადებს, რომ "პარი სენ-ჟერმენი" უკვე ნეიმარის პრეზენტაციის საკითხებს ათანხმებს პარიზის ბოსებთან.

მართალია, ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ პსჟ-ის ბოსები უკვე რაღაც გრანდიოზულს ამზადებენ. პსჟ-ს მასშტაბური ღონისძიების გამართვა უნდათ. თუ ქალაქის მესვეურებს ვერ მოელაპარაკებიან, ნეიმარს "პარკ დე პრენსზე" წარადგენენ. გაგახსენებთ, რომ 2012 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია ეიფელის კოშკზე გაიმართა.

ბრიტანული "მირორი" ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებს აქვეყნებს ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით:

"ნეიმარის გადმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება კარგი ტემპებით მიმდინარეობს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად უნდა იყოს", - აცხადებს პსჟ-ის პრეზიდენტი.

"მარკას" ცნობით, "ბარსელონა" თითქმის შეეგუა იმას, რომ ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" გადავა. ახლა კატალონიელები მაქსიმალურ მოგებას ეშურებიან ამ ტრანსფერისგან. გასულ წელს, როცა ნეიმარი კონტრაქტის გაგრძელებას დათანხმდა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნეიმარის მამას 26 მილიონი ევრო ეკუთვნის.

კლუბში მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ თუ ნეიმარი წავა, მამამისს ცენტიც არ გადაუხადონ, საქმე სასამართლო განხილვამდეც რომ მივიდეს. ნეიმარის მამა თუ მაინც მოახერხებს ამ ფულის აღებას, გამოვა, რომ უფროსი ნეიმარი "ბარსელონასგან" პირადად 66 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ დროს ნეიმარი, რომელიც ჩინეთში იმყოფება, მსოფლიოს "ეკაიფება". წარმოიდგინეთ, მედიასაშუალებები ელიან მისგან ერთ მინიშნებას მაინც ტრანსფერთან დაკავშირებით, ის კი...

ნეიმარმა ახლახან ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც მსახიობ და მომღერალ ჯეისი ჩანთან ერთად არის გადაღებული - "ჩემთვის დიდი პატივია შენთან შეხვედრა. არ დაგავიწყდეს, რომ მამას ჩაეხუტო ჩემ მაგივრად", - წერს ნეიმარი. ჯეისი ჩანის მამა კი ჯეკი ჩანია...

ნეიმარი შანხაიშია, სადაც მოდის კვირეულში იღებს მონაწილეობას, რომელიც 2017-18 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას უწევს რეკლამას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საათებიღა რჩება ტრანსფერებში მსოფლიოს რეკორდის მოხსნამდე, რომელიც პოლ პოგბას ეკუთვნის. პოგბას რეკორდი (105 მილიონი ევრო) ორჯერ და მეტჯერ მოიხსნება.

კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" გასახდელში უკვე ყელში ამოუვიდათ ნეიმარის შოუ და იმედი აქვთ, რომ ტრანსფერის საკითხი (ან იქით, ან აქეთ) მალე გადაწყდება და ეს გაურკვევლობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ფაქტია, რომ ამერიკულმა ტურნემ ნეიმარსა და თანაგუნდელებს შორის ნაპრალი გააჩინა, ხოლო ერთ-ერთ ვარჯიშზე მასსა და ახალწვეულ ნელსონ სემედუს შორის ხელჩართული ჩხუბიც კი ვიხილეთ.

"მარკას" ინფორმაციით, "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ნეიმარის ტრანსფერით მაქსიმალური შეღავათი მიიღონ. თუკი გუნდი ხელს არ შეუშლის მის წასვლას, "ბარსას" ექნება შანსი, მოლაპარაკება განაახლოს იმავე პსჟ-სთან მარკო ვერატის თაობაზე. გახსოვთ ალბათ, ერთი პერიოდი იტალიელი ნახევარმცველი აუჯანყდა კიდევაც პსჟ-ს და "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა, შემდეგ კი მან უკან დაიხია და ოფიციალურად ბოდიშიც მოიხადა.

ნეიმარის ტრანსფერი კი ვერატისთან დაკავშირებით "ბარსას" ხელმძღვანელების იმედს აღვივებს. ეს "ბარსელონას" სატრანსფერო ხარჯებსაც დააბალანსებს, რაც გუნდს იმისთვის ესაჭიროება, რომ არ დაარღვიოს ფიფას "ფეარ პლეის" პრინციპი.

ამასობაში უეფაში აცხადებენ, რომ თუკი ნეიმარის ტრანსფერი განხორციელდება, როგორი ფორმალური მხარეც უნდა ჰქონდეს მას, უეფა აუცილებლად გამოიძიებს ამ ტრანსფერის სამართლიანობას და "ფეარ პლეის" კანონთან შესაბამისობაში შეისწავლიან.

კლუბმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ტრანსფერი უახლოესი სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციას 30 მილიონ ევროზე მეტ ზარალს არ მიაყენებს. მაგრამ ნეიმარის ტრანსფერი იმდენად დიდი მოვლენაა და იმდენად დიდი გავლენა ექნება პსჟ-ის მომავალზე, რომ ძნელი გამოსათვლელია, რამდენს წააგებს თუ მოიგებს პარიზული კლუბი ამით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
ინგლისში 105 მილიონად თუ სწორად მახსოვს ააშენე ბაზა სადაც გაზარდეს ორი ჩემპიონი თაობა უკვე. დღეს U20 და U18 ვინც არიან. ერთ ფეხბურთელში ამხელა ფულის გადახდა არის უდიდესი სისულელე. თუ ფინანსური სანქციებიც დაადეს და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა აუკრძალეს პსჟ.ს ხო საერთოდ.
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი