ზინედინ ზიდანს სუპერთასამდე საფიქრალი ბევრი აქვს
მადრიდის "რეალმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ჩააგდო - სამ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე "სამეფო კლუბმა" სულ რაღაც 1 ქულა მოაგროვა, წააგო უდიდეს მტერ "ბარსელონასთან" მაიამიში გამართულ ელ კლასიკოში.

არადა, ევროპის სუპერთასი "რეალს" კარს მოადგა - 8 აგვისტოს ზიდანის გუნდი სეზონის პირველი ტიტულისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება.

"მარკამ" "რეალს" 4 პრობლემა აღმოუჩინა, რომელიც ფრანგმა მწვრთნელმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოასწოროს.

"რეალი" კონცენტრაციას კარგავს

პირველი, რაც თვალში მოსახვედრი იყო ამერიკულ მატჩებში, "რეალი" იოლად კარგავდა კონცენტრაციას (როგორც მაგალითად, "ბარსელონასთან" მატჩის დასაწყისში), 90 წუთის განმავლობაში ვერ ინარჩუნებდა ინტენსივობას. შეცდომები სტანდარტული მდგომარეობებისას, ბურთის უნებლიე დაკარგვები სუპერთასზე ძალზე ძვირი შეიძლება დაუჯდეს "სამეფო კლუბს".

სერხიო რამოსი ცუდ ფორმაშია

სერხიო რამოსი ლამის ყველაზე ბოლოს შეუერთდა გუნდს და ეს ცენტრალურ მცველს აშკარად ეტყობა. ამერიკაში იგი ყურის ტკივილმა გატანჯა, რის გამოც ძალიან შორს არის სასურველი ფორმისგან. ზიდანს ბევრი მუშაობა მოუწევს გუნდის ლიდერთან.

შეტევა უკბილოა

შეტევის ხაზი რონალდოს გარეშე უკბილო ჩანს - გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ვერაფერს ან თითქმის ვერაფერს ახერხებენ. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი არც სუპერთასზე იქნება და ზიდანს რაღაცის მოფიქრება მოუწევს.

ახალწვეულები ჯერ მზად არ არიან

ხამეს როდრიგესი, დანილო და ალვარო მორატა წავიდნენ, ახალწვეულებმა კი ჯერ ვერ მოახერხეს გუნდთან ადაპტაცია. დანი სებალიოსი, მარკოს ლორენტე, ხესუს ვალიეხო და ტეო ერნანდესი მზად უნდა იყვნენ, ნებისმიერ მომენტში ჩაერთვნენ თამაშში, ჯერ კი ამას მხოლოდ ტეოზე თუ ვიტყვით, სხვებზე არა.

ზინედინ ზიდანი: "როცა ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყება, მაშინ სულ სხვა "რეალს" იხილავთ. მინდა დაგარწმუნოთ, "რეალი" მზად იქნება 8 აგვისტოს მატჩისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი