საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სოჭის აეროპორტში პრობლემები შეუქმნეს.

ევროპის ერთა თასზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ 18 მარტს დილით გამგზავრებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისი-სოჭის ჩარტერული რეისით სოჭში დროულად ჩაფრინდა, თუმცა ადგილობრივ აეროპორტში საქართველოს დელეგაციას საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები შეუქმნეს. საბაჟო კონტროლზე დიდი ხნით გააჩერეს ნაკრების მწვრთნელები, გაჩხრიკეს და დაკითხეს ქართველი ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების უკანა ხაზელი - დავით კაჭარავა კი აეროპორტში 2 საათი ჰყავდათ გაჩერებული და სოჭში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

კაჭარავას პრობლემა საბოლოოდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის - გია ნიჟარაძის და რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოგვარდა. აღნიშნული პრობლემების მიზეზით, საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ჩაიშალა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი - რიჩი დიქსონი თეორიული მეცადინეობით შემოიფარგლა. გუნდი სასტუმრო "სპარკ ჰოტელში" დაბინავდა.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 19 მარტს თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია არ იგეგმება და ქართველი გულშემატკივარი შეხვედრის რადიორეპორჟს "საზოგადოებრივი რადიოსა" და რადიო "აფხაზეთის ხმის" დახმარებით მოისმენს.

დავით კაჭარავა: "შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაჩერების მიზეზი თავადაც არ იცოდნენ. საბაჟო კონტროლის გავლისას მითხრეს, რომ თქვენთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, მიზეზს ვერ გეტყვით, კომპიუტერი ასეთ ინფორმაციას წერსო. დანარჩენი დეტალები არ იცოდნენ."

გიორგი ნიჟარაძე: "არაფერს გვეუბნებოდნენ და გვიხსნიდნენ, უბრალოდ ამბობდნენ - დავით კაჭარავა რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვაო. აქ უნდა იჯდეს 2 დღეო. პრობლემის მოსაგვარებლად დავრეკეთ ჩვენს კოლეგებთან რუსეთის რაგბის ფედერაციაში, მოსკოვში რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ - ვიაჩესლავ კოპიოვთან. მათი დახმარებით მოხერხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება და ასეთი შემოვლითი გზით მოგვარდა ეს პრობლემა."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი სოჭიდან

სამინისტროს პრესსამსახური

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა