სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული და დრამატული გამოდგა.

ქუთაისი-სოხუმი 82:81

24:20, 21:21, 26:17, 11:23

ქუთაისი: დიდია (11ქ, 9მ), ბოლქვაძე, კვიმსაძე (15ქ), გ. ბარბაქაძე (25ქ, 9მ), ცეკვავა (11ქ, 9მ), ბაბუნაშვილი, ტუკვაძე, ლომინაშვილი (14ქ), კოღუაშვილი (6ქ).

სოხუმი: ფარღალავა (17ქ, 6მ), ჰარისი (11ქ, 6მ), შანიძე (12ქ), კ. დამუსი, რ. დამუსი (21ქ, 8მ), ანთაძე (8ქ), ჩლაიძე (7ქ), კვეტენაძე (2ქ), კანკია (3ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული და დრამატული გამოდგა. განსაკუთრებით მატჩის ბოლო წამები, როცა მასპინძლებმა 16 ქულიანი სხვაობა თვალსა და ხელს შუა გაანიავეს და კინაღამ დაისაჯნენ. სოხუმელთა ყველაზე შედეგიან კალათბურთელს რიჩარდ დამუსს მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე მეორე საჯარიმო ტყორცნაც რომ ჩაეგდო, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა და სოხუმელები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ... თუმცა, სოხუმელთა ამერიკელმა ლეგინერმა ქუთაისელი გულშემატკივრების გამაყრუებელი ყიჟინის ფონზე არაზუსტად ისროლა და სტუმრების ბოლო იმედიც გადაიწურა...

ასეთი მატჩები ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის თვალსასეირო სანახავია, ქუთაისელ ქომაგებს კი ბოლო წუთებზე მართლაც რომ ნერვები დააწყდათ, თუმცა, ასეთი დრამატული გამარჯვებით ბოლოს მაინც ყველა კმაყოფილი იყო. აინარს ბაგაცკისის შეგირდებს კი დანა პირს არ უხსნიდათ. ისინი მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი იყვნენ, განსაკუთრებით იუჯინ ჰარისი აქტიურობდა, რომელიც ბოლო წამებზე ჯარიმას ითხოვდა და თანაგუნდელების დასაწყნარებელი შეიქნა...

ასე განვითარდა მოვლენები მატჩის მიწურულს. არადა „ქუთაისს” ნაადრევად რომ არ ერწმუნა გამარჯვების და არ მოდუნებულიყო, მოგება სათუო ნამდვილად არ გაუხდებოდა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა პირველ პერიოდშივე მოიპოვეს მცირე უპირატესობა. ჩვეულ ფორმაში იყვნენ გუნდის ლიდერები კვიმსაძე, ბარბაქაძე, დიდია და ცეკვავა. კარგად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ლომინაშვილიც. ქუთაისელები 9 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა, სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, ანთაძისა და რიჩარდ დამუსის მეცადინეობით 4 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა. იქამდე კი სტუმართაგან მოედანზე ირაკლი შანიძე გამოირჩეოდა.

მეორე პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. მასპინძლეთაგან ჩინებულად ისროდნენ სამქულიანებს კვიმსაძე, ბარბაქაძე და დიდია. მათ სოხუმლებიც არ ჩამორჩნენ და ეს პერიოდი ყაიმით დასრულდა (21:21). დიდი შესვენების შემდეგ კი ქუთათურებს მეორე სუნთქვა გაეხნათ. რიონისპირელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. სწაფი შეტევები, ლამაზი კომბინაციები, სამქულიანი სროლები. ერთხელ კი გიგი ბარბაქაძემ კვიმსაძის ჩინებული პასის შემდეგ ისე ჩატენა ლამის ფარი მოარღვია. ქუთათურებმა აღებული ტემპი მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზეც შეინარჩუნეს, თუმცა შემდეგ მოდუნდნენ, ზედიზედ 4 სამქულიანი სროლა გააცუდეს და დაისაჯნენ კიდეც: სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და ფარღალავას ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა 80:80. ამ დროს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მასპინელთა ბოლო შეტევა ბარბაქაძის ორქულიანით დასრულდა, რიჩარდ დამუსის საჯარიმო სროლებზე კი თავიდანვე მოგახსენეთ...

„ქუთაისმა” პრინციპულ მატჩში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან 82:81 გაიმარჯვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე გახდა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

MMM
Sagoool Barbaqadze da Kvimsadzeeeeeee ... Magreboooo.. Magari tamashi iyooooooo
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა