მსოფლიოს ჩემპიონატი ვერცხლით დავიწყეთ
ფინურ ტამპერეში 1-ელ აგვისტოს დაწყებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთი მედლით ჩაება: მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (96) ფინალში გავიდა, სადაც რუს შამილ მუსაევთან 2:7 წააგო და ვერცხლს დასჯერდა. არადა, ჩვენებურს შეეძლო, სეზონი ტრიპლეტით დაესრულებინა: ევროპის ჩემპიონატი მოიგო 20 და 23-წლიანებში.

მაჭარაშვილმა ერთი თვის წინათ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და ახლა ეს გაცილებით უფრო ძლიერი ტურნირიც აღმავლობით დაიწყო: დასაწყისში სამი პაექრობა ჩაატარა და ყველა წმინდად, ერთნაირი ანგარიშით - 10:0 მოიგო: იაპონელ ტაკაში იშიგუროსთან, უკრაინელ ალექსანდრ ჰიმიშლისთან და გერმანელ ილია მატუჰინთან. ამ სამ პაექრობას ერთი შეხვედრისთვის საჭირო დრო მოანდომა, უკრაინელი კი პირდაპირ გაანადგურა - 26 წამში აუღო ამდენი ქულა.

ჩვენებურმა პირველი ქულები ნახევარფინალში დაკარგა ამერიკელ კოლინ რაიმონდ მოორესთან, თუმცა მასაც 16:4 მოუგო. ამის მიუხედავად, უკვე აქ შეეტყო დაღლა თუ ინერტულობა - თითქოს აკლდა შემართება, მონდომება, ჟინი...

სამწუხაროდ, ეს ნაკლოვანებები ფინალში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა. მუსაევი მთელი შეხვედრა ცდილობდა, ფეხში არ შეეშვა ქართველი, თვითონ კი თავიდანვე უტევდა, ოღონდ ტაქტიკურად კი მოქმედებდა და პირველივე პერიოდში ორჯერ დაიჭირა ჩვენებური მოძრაობაზე, რითაც დაბლაც ჩაიყვანა. მანამდე ერთი ქულაც მოიპოვა და 5:0 დაწინაურდა. კიდევ კარგი, მაჭარაშვილი ჩოქბჯენში კარგად იცავდა თავს და მეტოქემ ვერ დაატრიალა.

სამაგიეროდ, ჩვენმა ფალავანმა ვერც საჭიდაო სტილი შეცვალა და ერთფეროვნად ცდილობდა ფეხში შესვლას. მეორე პერიოდში მუსაევი ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობდა, მაგრამ როცა დასჭირდა, მოუმატა კიდეც: პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო ჩაურთეს თუ არა, მაშინვე შევიდა ფეხში და გადაიყვანა - 7:0. მაჭარაშვილმა ორი ქულა დამთავრებამდე 10 წამით ადრე აიღო...

გუშინ ტამპერეში კიდევ ორმა ჩვენებურმა იჭიდავა, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ. ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი ნიკოლოზ კენჭაძე (74) თავიდან ყაზახ ჟაკსილიკ სულთანს 14:11, ხოლო სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 6:1 კი გაუმკლავდა, მაგრამ მერე თურქთა ევროპის პრიზიორ მუჰამედ ლუფტი ქუჩუკილდირიმთან 4:5 წააგო და გავარდა.

ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ედემი ბოლქვაძე (60) საკვალიფიკაციო ეტაპზე 9:11 დამარცხდა ამერიკელ მიჩელ სტივენ კეესთან. მერე დამამშვიდებელში კი გადავიდა, მაგრამ იქაც პირველივე პაექრობა დათმო იაპონელ ჰირომუ საკაკისთან.

დღეს, 2 აგვისტოს, ტამპერეში ჩვენგან რობერტ დინგაშვილი (55), ივერიკო ჯულაყიძე (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) იჭიდავებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
ა ვ ა რ ჯ ი შ ე თ,ა ვ ა რ ჯ ი შ ე თ ეს ნიჭიერი ბიჭები...3 წუთის მერე ვ ე ღ ა რ სუნთქავენ, ასე ვ ე რ ა ფ ე რ ს მოიგებ! კარგად დავაკვირდი და თითქმის მხოლოდ ქართველებს უჭირთ სუნთქვა და აშკარა დალილობა ეტყობათ 2-3 წუთის შემდეგ. ჯერ ტატამამდე უნდა ავარჯიშოთ სერიოზულად და მერე...
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] სრული დომინაციით! - მერაბ დვალიშვილმა ედგარი უშანსოდ დაამარცხა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: არასრული გუნდით
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გივი მაჭარაშვილი ფინალშია!
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გივი მაჭარაშვილი ვიცე-ჩემპიონია!
"ბიჭები 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ, საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ" - ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონი ძმების დედასთან
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ტიტული შეინარჩუნა
ახალგაზრდული ნაკრები: "თავისუფლების" ერთი დანაკლისი
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ბრინჯაოსთვის ჯულაყიძე და ურთაშვილი იბრძვიან
U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაო მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: სამი ბრინჯაოს შანსი
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდები ყვარელში დაირაზმნენ
ახალგაზრდა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
მსოფლიო ჩემპიონ ძმებ კენჭაძეებს თბილისში ოროთახიანი ბინა საჩუქრად გადაეცემათ
მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა: ურთაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია, თურმანიძე ოქროსთვის იჭიდავებს
ქართველ მოჭიდავეთა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ურთაშვილის მარცხი და ბრინჯაო წყვილად