საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ (TOP-14) და მეორე (PRO-D2) დივიზიონებში სატრანსფერო სეზონი დასრულდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ (TOP-14) და მეორე (PRO-D2) დივიზიონებში სატრანსფერო სეზონი დასრულდა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა დასრულებული, საბოლოო სახე მიიღეს.

დღევანდელი მდგომარეობით, ქართველ მორაგბეთა რიცხვი ელიტურ, პირველ დივიზიონში გაიზარდა, მეორეში კი შემცირდა, რაც ძირითადად ამ უკანასკნელიდან უძლიერესთა შორის ქართველ მორაგბეთა გუნდების აღზევებითაა გამოწვეული. ასეთი კი ორი კლუბია, "ოიონაქსი", რომელშიც ირაკლი მირცხულავა და გიორგი ვეფხვაძე ირიცხებიან და "აჟენი", სადაც თამაზ მჭედლიძე, გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე თამაშობენ.

ამასთან ერთად, "ლიონის" "ესპუართა" გუნდიდან ძირითადში დაწინაურდნენ შერკინების ახალგაზრდა ქართველი ბურჯები: თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე. ხოლო "ბორდოში" ძირითადი გუნდის განაცხადში გადაიყვანეს ასევე პირველხაზელი ლაშა ტაბიძე.

ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულო ტრანსფერი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერის, ცხრა ნომრის, გელა აფრასიძის "მონპელიეში" გადასვლაა. თუმცა, მან პირველ ეტაპზე, დიდი შანსია, მხოლოდ ესპუარებში ითამაშოს.

ამრიგად, პირველი დივიზიონის 14 გუნდიდან 11-ში მომავალ სეზონში 25 ქართველი მორაგბე ითამაშებს. ამათგან ერთი გარემარბია, ორი ცხრა ნომერი, სამი მესამეხაზელი, ერთი მოერეხაზელი, ერთი შერკინების კვაჭი და სხვა დანარჩენი შერკინების ბურჯები არიან. პირველი დივიზიონის ახალი სეზონი სტარტს 26 აგვისტოს აიღებს.

როგორც უკვე ვთქვით, შემცირდა ქართველ მორაგბეთა რაოდენობა მეორე დივიზიონში. თუმცა, სიახლეები აქაურ კლუბებშიც არის. მაგალითად, ფედერალ დივიზიონიდან დაწინაურდნენ ბექა გიგაშვილი (გრენობლი) და ბექა ბიწაძე (ლიონი). "სამედიცინო ჯოკერის" სტატუსით დაემატა "კარკასონს" საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც აქამდე ინგლისური "ვორსტერის" ღირსებას იცავდა.

საბოლოოდ, მეორე დივიზიონის 10 გუნდში თავი 12-მა ქართველმა მორაგბემ მოიყარა. ამათგან ერთი შუამარბია, სამი მესამეხაზელი, ერთი მეორეხაზელი, ერთი შერკინების კვაჭი, სხვა დანარჩენი კი შერკინების ბურჯებია.

ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში არ არიან ის მორაგბეები, რომლებიც ელიტურ კლუბებში ირიცხებიან, მაგრამ ახალ სეზონს ესპუარებში გაატარებენ.

ქართველები ფრანგულ ელიტაში

TOP-14

კლერმონი: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე

მონპელიე: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, გელა აფრასიძე

ლა როშელი: ლექსო ყაულაშვილი

ტულონი: მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი

მეტრო რასინგი: ვასილ კაკოვინი

ბორდო: ლაშა ტაბიძე

სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე

ბრივი: კარლენ ასეიშვილი, სოსო ბეკოშვილი, ვასილ ლობჟანიძე

ლიონი: თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე

ოიონაქსი: ირაკლი მირცხულავა, გიორგი ვეფხვაძე

აჟენი: თამაზ მჭედლიძე, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე

PRO-D2

გრენობლი: ბექა გიგაშვილი

ორიაკი: მერაბ შარიქაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი

კოლომიე: ბექა შეყლაშვილი

ანგულემი: შალვა სუთიაშვილი

მონ დე მარსანი: ბექა გორგაძე

კარკასონი: შალვა მამუკაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი

ნარბონი: ბექა ბიწაძე

დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე

ვანი: ვახტანგ მაისურაძე

მასი: ილია კაიკაციშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
ძალიან სასიხარულოა. წარმატებები ბიჭებს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად საფრანგეთის ნაკრების დონესთან ახლოს მყოფი ნაკრები შეგვიძლია გვყავდეს.
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!